6-7 ნოემბერს Expogeorgia-სა და GREDA-ს ორგანიზებით დაგეგმილი ენერგეტიკის საერთაშორისო გამოფენისა და ფორუმის, Georgia Energy Expo 2025-ის მხარდამჭერი "პროკრედიტ ბანკი" იქნება. როგორც "პროკრედიტ ბანკის" ენერგოეფექტურობის ექსპერტი, ირინე კიკვაძე "ანალიტიკასთან" საუბარში აღნიშნავს, ბანკი დიდ ყურადღებას უთმობს მწვანე ინიციატივებსა და გარემოს დაცვით ღონისძიებებს.
"პროკრედიტ არის განვითარებაზე ორიენტირებული, სრული მომსახურების საბანკო ინსტიტუტია, რომელიც პასუხისმგებლიან საბანკო საქმიანობას ეწევა, გარემოს და სოციალური და ეთიკური სტანდარტების გათვალისწინებით. ჩვენი საქმიანობის ეტაპზე, ძალიან დიდ ყურადღებას ვაქცევთ გარემოზე ზემოქმედების საკითხებს და მაქსიმალურად ვცდილობთ, რომ შევამციროთ გარემოზე ნეგატიური ზეგავლენა. "პროკრედიტ ბანკი" აქტიურად ახორციელებს სხვადასხვა გარემოსდაცვით ღონისძიებებს და ეს ღონისძიებები მიმართული არის, როგორც გარემოს დაცვისკენ, ისევე რესურსების რაციონალურად გამოყენებისკენ.
ჩვენი ერთ-ერთი მთავარი მიმართულება არის მწვანე დაფინანსება, რომელიც გულისხმობს ინვესტირებას ენერგოეფექტურ ტექნოლოგიებში, განახლებადი ენერგიის პროექტებში და, ასევე, გარემოსადმი მეგობრული ინვესტიციების ხელშეწყობას", - ამბობს ირინა კიკვაძე.
მისივე თქმით, Georgia Energy Expo 2025-ის მხარდაჭერა ბანკის სტრატეგიული განვითარების გეგმის ნაწილიცაა, რადგან ენერგეტიკული ფორუმი საშუალებას იძლევა, საზოგადოებამ აიმაღლოს ცნობიერება ენერგოეფექტური ტექნოლოგიებისა და მწვანე ენერგიის შესახებ.
"ზოგადად, ენერგოეფექტური და განახლებადი ენერგიის პროექტების დაფინანსება ბანკის სტრატეგიული ნაწილია. ჩვენ ვცდილობთ, რომ შევამციროთ ჩვენი კლიენტების ზემოქმედება გარემოზე და ხელი შევუწყოთ მათი ცნობიერების ამაღლებას და ასევე, წავახალისოთ მწვანე ინვესტიციები ამ ხელსაყრელი პროდუქტების შექმნით.
ასევე, ვითანამშრომლოთ ენერგოეფექტური და განახლებადი ენერგიის ტექნოლოგიების მომწოდებლებთან და ზუსტად ამ თანამშრომლობის გაღრმავება მომწოდებელსა და ბიზნესს შორის, ასევე ახალი ინოვაციებისა და ტექნოლოგიების გაცნობა, ასევე ჩვენი ცოდნისა და გამოცდილების გაზიარება გახდა მიზეზი, რის გამოც ამ პროექტს ვუჭერთ მხარს. ფორუმის დახმარებით ჩვენს კლიენტებს შეეძლებათ, უფრო მეტი ინფორმაცია მიიღონ განახლებადი ენერგიის და ენერგოეფექტური ტექნოლოგიების შესახებ და, შესაბამისად, გაიზარდოს მათი დაინტერესება ამ მიმართულებით, რაც, ვფიქრობთ, ძალიან კარგი შესაძლებლობაა", - განაცხადა ირინა კიკვაძემ.




























