მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

განახლებადი წყაროებიდან ელექტროენერგიის წარმოების რიგით მეორე სიმძლავრის აუქციონი 800 მგვტ სიმძლავრეზე გამოცხადდა - რომეო მიქაუტაძე

დდ
29.12.23 19:20
1452

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრორიგით მეორე სიმძლავრის აუქციონ 800 მგვტ. ჯამური დადგმული სიმძლავრით გამოაცხადა, რაც პირველი აუქციონის ოდენობას თითქმის სამჯერ აღემატება. ამის შესახებ ინფორმაციას ეკონომიკის სამინისტრო ავრცელებს.

აუქციონი შეეხება შემდეგ კატეგორიებს:

იდროელექტროსადგურები (მარეგულირებელი) - 300 მგვტ.;

ჰიდროელექტროსადგურები (მოდინებაზე) -100 მგვტ.;

ქარის ელექტროსადგურები - 125 მგვტ.;

მზის ელექტროსადგურები -125 მგვტ.;

ქარის ელექტროსადგურები (ენერგიის შემნახველი მოწყობილობებით) - 70 მგვტ.;

მზის ელექტროსადგურები (ენერგიის შემნახველი მოწყობილობებით) - 70 მგვტ.;

სხვა განახლებადი ენერგიის წყაროებზე მომუშავე ელექტროსადგურები - 10 მგვტ.

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის პირველი მოადგილის რომეო მიქაუტაძის განცხადებით, ადგილობრივი განახლებადი ენერგიის რესურსების ოპტიმალური ათვისება საქართველოს მთავრობის ენერგეტიკული პოლიტიკის პრიორიტეტია.

ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, „პირველმა აუქციონმა, რომელიც მიმდინარე წლის თებერვალში გამოცხადდა, კერძო სექტორის დიდი ინტერესი გამოიწვია და ამ დროისათვის, გამოვლენილია 27 გამარჯვებული კომპანია, რომლებიც ენერგეტიკულ პროექტებში 400 მლნ აშშ დოლარის ოდენობის ინვესტიციას განახორციელებენ. მეორე აუქციონი პირველზე თითქმის სამჯერ მეტი ჯამური დადგმული სიმძლავრის შექმნას ითვალისწინებს. იმედი გვაქვს, რომ მეორე აუქციონის მიმართაც კერძო სექტორის მხრიდან არანაკლები ინტერესი იქნება გამოხატული, მით უფრო, რომ ამჯერად აუქციონზე გამოტანილია ე.წ. მარეგულირებელი ჰიდროსადგურებიც, რაც ხელს შეუწყობს ქვეყნის ენერგეტიკული დამოუკიდებლობის გაზრდას, ასევე მზისა და ქარის სადგურები ენერგიის შემნახველი მოწყობილობებით, რაც დარგში ახალი ტექნოლოგიების დანერგვის გარანტიაა,“ - განაცხადა რომეო მიქაუტაძემ.

მინისტრის პირველი მოადგილის თქმით, მეორე აუქციონის გამოცხადება ახალი შესაძლებლობაა ინვესტორებისთვის, რომ მათ კაპიტალი საქართველოს ენერგეტიკულ პროექტებში განახორციელონ და ამით ხელი შეუწყონ როგორც დარგის, ისე ქვეყნის ეკონომიკის განვითარებას.

აუქციონი „განახლებადი წყაროებიდან ენერგიის წარმოებისა და გამოყენების მხარდაჭერის სქემის დამტკიცებისა და აუქციონის წესების შემუშავების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2022 წლის 7 დეკემბრის N556 დადგენილების შესაბამისად გამოცხადდა. სიმძლავრის აუქციონი ძალაშია მისი გამოცხადებიდან 45 კალენდარული დღის განმავლობაში. ამ პერიოდის განმავლობაში დაინტერესებულ პირები შეძლებენ, სიმძლავრის აუქციონის კომისი სათანადო დოკუმენტაცი წარუდგინონ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები