თანამედროვე დიზაინი, AI შესაძლებლობები და 7-წლიანი უწყვეტი კავშირი - ახალი სტანდარტი SUV კლასში.
KIA Georgia-მ ქართულ ბაზარზე განახლებული KIA Sportage ოფიციალურად წარადგინა. ახალი მოდელი მოწინავეა თავის კატეგორიაში: ავტომობილის ყველა აღჭურვა გამოდის Kia Connect-ით — 7-წლიანი უწყვეტი ინტერნეტ-კავშირით და ინტეგრირებული ხელოვნური ინტელექტით, რომელიც უზრუნველყოფს პერსონალიზებულ მართვის გამოცდილებას.
გაუმჯობესებული უსაფრთხოების სისტემები, თანამედროვე დიზაინი, მეტი სივრცე და კომფორტი — ეს ყველაფერი Sportage-ს აქცევს საოჯახო SUV-იდ, რომელიც როგორც ქალაქში, ისე ქალაქ გარეთ მგზავრობას შესანიშნავ თავგადასავლად აქცევს.
პრეზენტაცია გაიმართა ოჯახური ღონისძიების ფორმატში, სადაც KIA-ს ერთგული მომხმარებლები თავიანთ ოჯახებთან ერთად შეიკრიბებიან. სტუმრებს დახვდათ მრავალფეროვანი აქტივობები — სახალისო თამაშები ბავშვებისთვის, ტესტდრაივები დიდებისთვის და საერთო სივრცე, სადაც ყველა ერთად ჰქონდა შესაძლებლობა აღმოეჩინა ახალი Sportage.
"კია საქართველო" მომხმარებელს ყველაზე მოქნილ შეძენის პირობებს სთავაზობს, დაწყებული 0%-იანი ავტოგანვადებით - დასრულებული ლიზინგის საუკეთესო პირობებით.
ახალ Sportage-ს აქვს 5-წლიანი სრული გარანტია, რაც მომხმარებელს ავტომობილზე ზრუნვას უმარტივებს და ფლობის გამოცდილებას უფრო მშვიდს, საიმედოს, ფინანსურად გამართლებულსა და კომფორტულს ხდის.
ღონისძიების დღეს ახალი Sportage-ის პირველ მფლობელს, მადლიერების ნიშნად იმ ნდობისთვის, რაც KIA-ს მომხმარებლებს ბრენდთან აკავშირებთ, KIA Georgia-მ მრავალფეროვანი საჩუქრები გადასცა.
KIA Georgia წარმოადგენს KIA-ს ოფიციალურ დისტრიბუტორს საქართველოში და მომხმარებელს სთავაზობს სრულფასოვან მომსახურებას — პრემიუმ ხარისხის ავტომობილებიდან ავტოსერვისამდე და სათადარიგო ნაწილების მიწოდებამდე. კომპანია მუდმივად ზრუნავს ინოვაციური პროდუქტებისა და მომხმარებლისთვის გაუმჯობესებული გამოცდილების ხელმისაწვდომობაზე.


























