მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

განახლებული სარკინიგზო ხაზით, ყაზახეთიდან პირველი სრული ბლოკმატარებელი მივიღეთ - APM Terminals Poti

ფოთის პორტი

"ეიპიემ ტერმინალს ფოთმა" (APM Terminals Poti), ნავსადგურში განახლებული სარკინიგზო ხაზის მეშვეობით, ყაზახეთიდან შემოსული პირველი სრული ბლოკმატარებელი მიიღო.

როგორც "ეიპიემ ტერმინალს ფოთში" აცხადებენ, ტვირთი COSCO Shipping-ს ეკუთვნის, რომელიც ორ საათზე ნაკლებ დროში დამუშავდა და გაიგზავნა ევროპაში.

"სწრაფი და ეფექტური დამუშავებისა და გადაზიდვის შესაძლებლობით, ფოთის საზღვაო ნავსადგური შუა დერეფნის განუყოფელ ნაწილს წარმოადგენს და აკავშირებს ტვირთს აზიასა და ევროპას შორის",- აღნიშნულია ინფორმაციაში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები