მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

განაკვეთის შემდეგი შემცირება გარანტირებული არ არის - FED-ის ხელმძღვანელი

ჯერომ პაუელი

ამერიკის შეერთებული შტატების ფედერალური რეზერვის ხელმძღვანელის, ჯერომ პაუელის განცხადებით, ეკონომიკაში ამჟამად არსებული მდგომარეობა არ იძლევა იმის გარანტირებულად თქმის საშუალებას, რომ მომდევნო შეხვედრაზე FED-ის მონეტარული პოლიტიკის კომიტეტი რეფინანსირების განაკვეთს აუცილებლად შეამცირებს.

ცენტრალური ბანკის ხელმძღვანელის აზრით, FED-ის მხრიდან ზედმეტად აგრესიული ინტერვენცია ინფლაციას დააჩქარებს და ქვეყნის გრძელვადიან მომავალს პრობლემას შეუქმნის, ამიტომ უწყებამ სიფრთხილე უნდა გამოიჩინოს და გადაწყვეტილება არა ემოციურად, არამედ რაციონალურად უნდა მიიღოს.

ემოციებთან დაკავშირებით პაუელი იმასაც ამბობს, რომ მას ამჟამად ბაზარზე წარმოდგენილი აქტივების შეფასება საკმაოდ ძვირი ეჩვენება, რაც ინვესტორების სიხარბეზე და პოტენციურად ზედმეტად ოპტიმისტურ მოლოდინებზე მიუთითებს.

აღსანიშნავია, რომ პაუელის განცხადებამდე ინვესტორებს ეგონათ, რომ ფედერალური რეზერვი მომავალ თვეს რეფინანსირების განაკვეთს აუცილებლად შეამცირებდა, თუმცა FED-ის ხელმძღვანელის სიტყვები გვაფიქრებინებს, რომ სიხარული შეიძლება ნაადრევი იყოს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები