მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

განაშენიანების გამოწვევები დიდ დიღომში

ბოლო წლების განმავლობაში დიდი დიღმის მოსახლეობა მნიშვნელოვნად გაიზარდა და ამჟამად იქ მცხოვრებთა რაოდენობა არაზუსტი მონაცემებით საშუალოდ 40-45 ათასს ადამიანს უტოლდება. მოსახლეობის ზრდასთან ერთად იმატებს ახალ-ახალი საცხოვრებელი კომპლექსების რაოდენობაც, რომელთა მშენებლობაც განსაკუთრებით 2000-იანი წლებიდან გააქტიურდა. შედეგად დიდი დიღმის სამხრეთ და დასავლეთ ნაწილში მიკრორაიონებისთვის მოაზრებული არეალები თითქმის მთლიანად დაიფარა. I და II მიკრორაიონების გარშემო არეალი საცხოვრებელი და სხვა ფუნქციების მქონე მაღალსართულიანი შენობებით შეივსო. მშენებლობებისთვის აითვისეს ცარიელი ზონები, სადაც თავდაპირველი გეგმის მიხედვით, რაიონული ცენტრები და სხვა საზოგადოებრივი დანიშნულების სივრცეები უნდა მოწყობილიყო.

ტერიტორიების ათვისება გრძელდება III და IV მიკრო-რაიონებში - როგორც კვარტლების განაპირას, ისე მათ შუაგულშიც, რაც ადამიანების ყოველდღიურ ცხოვრებას ართულებს და ქმნის სხვადასხვა ტიპის გამოწვევებს. მაგალითად უბანი ვერ პასუხობს სკოლებისა და ბაღების მხრივ არსებულ მოთხოვნას, მოუხერხებელია საფეხმავლო კავშირები უბნებს შორის, ნაკლებია მწვანე სივრცეები და განსაკუთრებულად მძიმეა გადაადგილების საკითხი.

სტუმრები:

მერაბ ბოლქვაძე - თბილისის გენგეგმის ავტორი;

გიორგი ბაბუნაშვილი - "ურბანული ლაბორატორიის" ხელმძღვანელი;

#უძრავიქონებისპროსპექტი თათია ჩაფიჩაძესა და გუგა კობახიძესთან ერთად;

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები