მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

განათლება ამ სფეროში ძალიან დაბალ დონეზეა - "კარტლის აგროსისტემები"

ტექნოლოგიები სოფლის მეურნეობაში

აგრო მაღაზია "კარტლის აგროსისტემების" დირექტორი სექტორში არსებულ ძირითად გამოწვევად პროფესიონალი კადრების ნაკლებობას და განათლებას ასახელებს.

როგორც რობერტ რევიამ BM.GE-სთან განაცხადა, სწორედ ამ გამოწვევების ფონზე დაიწყო საგანმანათლებლო პროგრამები კომპანიამ ჯერ კიდევ 2017 წლიდან.

"გამოწვევაა პროფესიონალი კადრების ნაკლებობა. ამ კადრებსაც ჩვენ თვითონ ვამზადებთ. მეორე, განათლება ამ სფეროში არის ძალიან დაბალ დონეზე.

ამის გარეშე განვითარება დარგში ვერ იქნება და ჩვენ ეს პრიორიტეტად გვაქვს, 2017 წლიდან დავიწყეთ საგანმანათლებლო პროგრამები. 2023 წელს განათლების სამინისტროსაგან აკრედიტაციაც მივიღეთ სასწავლო პროგრამებისთვის. სახელმწიფოსგან ვიღებთ გრანტს, ამიტომ თვითონ მონაწილეებისთვის არის ეს უფასო. ეს არის პროფესიული კურსები, ოთხთვიანი, ხუთთვიანი, ექვსთვიანი, თავისი გაწერილი პროგრამით და ვაძლევთ განათლების სამინისტროს მიერ აღიარებულ დიპლომს. ოთხი მიმართულება გვაქვს, სამი არის კონკრეტული კულტურების მოყვანაზე და ერთი დავამატეთ ახლახან - პესტიციდების სწორი გამოყენების პროგრამა. მოთხოვნა მაღალია, ყველა მსურველს ვერ ვაკმაყოფილებთ.

გვაქვს კიდევ მეორე ტიპის კურსები, რომელსაც ჩვენ თვითონ ვეწევით 2017 წლიდან, სადაც ყველა მსურველ ფერმერს შეუძლია მონაწილეობა. ის არის ერთთვიანი, ოთხი-ხუთი ტრენინგი შედის ოთხ-ხუთ საათიანი, სადაც ძირითად რაღაცებს ვასწავლით კულტურების მიხედვით. ვთქვათ არის კურსები მებოსტნეებისთვის, მევენახეებისთვის და ასე შემდეგ",- აღნიშნა რობერტ რევიამ.

"კარტლისი" ქართულ ბაზარზე უკვე 26 წელია ოპერირებს. კომპანია მომხმარებელს მცენარეთა დაცვის საშუალებებს, სასუქებს, სათესლე მასალას და სარწყავ სისტემებს სთავაზობს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები