მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

"განათლება რომელიც საზოგადოების დიდ ნაწილს ყოფილ საბჭოთა კავშირში აქვს მიღებული ძალიან მოძველებულია"

58b159f6d82c4
ელენე ჩომახიძე
25.02.17 14:18
1666
„ახალი თბილისი“- ამ ბრენდით შემოვიდა ახალი ინვესტორი ქართულ სამშენებლო სექტორში. ინვესტორი თბილისში დაბადებული, სანქტ-პეტერბურგში მოღვაწე იური სარქისიანია, რომელსაც 40 წლიანი გამოცდილება აქვს ბიზნესის მართვაში. „ახალი გლდანი“- ეს არის კომპლექსური განაშენიანება უნიკალური ინფრასტრუქტურით, რომლის საერთო მოცულობა 53 000 კვადრატულ მეტრს შეადგენს. სამომავლო გეგმებზე იური სარქისიანი "ბიზნესკონტრაქტს“ ესაუბრა.

- რატომ გადაწყვიტეთ სამშენებლო ბიზნესის განვითარება თბილისში?

- რუსეთში მე სხვადასხვა საკმაოდ მსხვილი ბიზნესებით ვარ დაკავებული უკვე წლებია, ასევე რამდენჯერმე სხვადასხვა ობიექტების მშენებლობითაც ვიყავი დაინეტერესებული, თუმცა საცხოვრებელი კომპლექსის მშენებლობა ჩემთვის ნამდვილად სიახლე იყო. საქმე ისაა, რომ ადამიანის ცხოვრებაში დგება მომენტი რიდესაც რაღაც სასარგებლოს გაკეთება გინდება იმ ადამიანებისთვის ვინც თავს ვერ აძლევს ფუფუნების უფლებას. რასაკვირველია ჩემი პროექტი ქველმოქმედებას არ ემსახურება, მე აქედან შემოსავალს მივიღებ, თუმცა ჩემი სურვილია რომ საბაზრო ფასად, რა ფასიც დღეს საქართველოს სამშენებლო სფეროშია ადამიანებმა მიიღონ ნამდვიალდ ხარისხიანი პროდუქტი.
„ახალი თბილისის“ პროექტი საკმაოდ მასშტაბურია, ამიტომ საინეტერსოა ჰქონდა თუ არა ადგილი თქვენს შემთხვევაში ბიუროკრატიულ პრობლემებს სახელმწიფოს მხრიდან?
არა არ ჰქონია. პირიქითაც კი. საზღვარგარეთ მშენებლობის უფლების მიღებას ძალიან დიდი ძალისხმევ და დრო სჭირდება, საქართველოში კი ეს პროცედურები ძალიან გამარტივებულია. გარკვეულ შეფერხებებს ადგილი ჰქონდა თუმცა კიდევ ერთხელ გავიმეორებ, სხვა ქვეყნებთან შედარებით აქ გცილებით მარტივადაა ყველაფერი ამ მხრივ.

- საქართველოს საგადასახადო სფეროს როგორ შეაფასებდით ?

- მე საკმაოდ კარგად ვერკვევი საგადასახადო სფეროში. მაგალითად საქართველოში ხელფასი 20 პროცენტით იბეგრება, სხვა ქვეყნებში ასეთი პრეცედენტი არსადაა. რუსეთში 43 პროცენტს შეადგენს სახელფასო გადასახადი, ევროპაში საერთოდ 90 პროცენტამდე გამოდის. რასაკვირველია ისიც გასათვალისწინებელია რომ საქართველოში დაბალი ეკონომიკური მაჩვენებელია, თუმცა 20 პროცენტი ყველაფრის გათვალისწინებით მაინც ძალიან დაბალი პროცენტია. ჩემი აზრით ის ვინც სახელფასო გადასახადებს დამალავს , უბრალოდ გიჟია და არც კი მიიშვება ბიზნესთან. საკმაოდ მოქნილი და მოსახერხებელია დღგ-ისა და საბაჟო სისტემაც.

- რას ფიქრობთ საინვესტიციო გარემოზე?

- მე არ ვთვლი რომ საინვესტიციო კლიმატის საქართველოში იდეალურია, თუმცა საერთო ჯამში მდგომარეობა ნამდვილად უკეთესია ვიდრე ადრე, რამდენიმე წლის წინ იყო. მე შემიძლია გითხრათ თუ რაში ვხედავ პრობლემას. უპირველეს ყოვლისა პრობლემა თავად ჩვენ ხალხშია, ხალხში რომელიც ძალიან არასწორად უდგება პრობლემებს . განათლება რომელიც საზოგადოების დიდ ნაწილს აქვს მიღებული ყოფილ საბჭოთა კავშირში ძალიან მოძველებულია დღევანდელი რეალობისთვის, თუმცა ეს მათ არ ესმით. მათ წარმოდგენა აქვთ რომ უმაღლესი განათლება აქვთ მიღებული და მაღარლანაზღაურებადები უნდა იყვნენ, მაგრამ ეს სინამდვილეში ასე არაა. ცალკე საკითხია სიზარმაცე, რაც ქართველი ხალხის სენია. სანამ სახემწიფოსგან და ხელისუფლებისგან მოითხოვ რაიმეს, იქნებ ვცადოთ და ჩვენ თვითონ შევქმნათ ჯერ რაიმე ღირებული. პრობლემებია საგზაო მოძრაობის მიმართულებითაც. დამეწრმუნეთ ეს ყველა წვრილმანი ძალიან მკაფიოდ აისახება საინვესტიციო გარემოზე. მე თუ მკითხავთ პრობლემა სწორედ რომ ხალხში და მათ შეხედულებებშია და არა ხელისუფლებაში.

- თქვენი სამომავლო გეგმები როგორია?

- მოგეხსენებათ რომ მე მხოლოდ სამშენებლო ბიზნესს არ ვფლობ. თბილისში უკვე ფუნქციონირებს ჩემ მიერ გხსნილი ავეჯის სახლი. ასევე ჩემი გახსნილია ქართული ავტო-კლუბი სადაც 60 ადამიანია დასაქმებული. ეს კლუბი მალე უკვე საერთაშორისო ასპარეზზეც გავა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები