მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულმა ცენტრმა 2026-2030 წლების სტრატეგიის პროექტი წარადგინა - დეტალები უცნობია

განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულმა ცენტრმა 2026-2030 წლების სტრატეგიის პროექტი წარადგინა

განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულმა ცენტრმა 2026-2030 წლების სტრატეგიის პროექტი წარადგინა. ამის შესახებ განათლების სამინისტრო იტყობინება, რომლის მიერ გავრცელებულ პრეს-რელიზშიც აღნიშნულია, რომ პრეზენტაციას განათლების მინისტრის მოადგილე ზვიად გაბისონიაც დაესწრო, თუმცა არაფერია ნათქვამი პროექტის დეტალებზე.

"შეხვედრის ფარგლებში განხილული იყო სტრატეგიის ძირითადი პრიორიტეტები, სამოქმედო გეგმის მიმართულებები და იმ მექანიზმების გაძლიერების გზები, რომლებიც უზრუნველყოფენ საგანმანათლებლო პროგრამების, დაწესებულებებისა და კადრების ხარისხის ამაღლებას.

ღონისძიებაში მონაწილეობდნენ განათლების სამინისტროში შემავალი სსიპ-ების წარმომადგენლები, ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის საკოორდინაციო საბჭოს წევრები, დონორი ორგანიზაციებისა და საერთაშორისო პარტნიორი ინსტიტუტების წარმომადგენლები, ცენტრის ექსპერტები და საბჭოების წევრები.

განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი აქტიურად განაგრძობს თანამშრომლობას ყველა დაინტერესებულ მხარესთან, რათა საბოლოო სტრატეგია ასახავდეს ქვეყნის საგანმანათლებლო საჭიროებებს, საერთაშორისო გამოცდილებას და სამომავლო ხედვას", - წერია განათლების სამინისტროს პრესრელიზში.

bm.ge შეეცდება უფრო მეტი ინფორმაცია მოიპოვოს თავად 2026-2030 წლების სტრატეგიის პროექტის შესახებ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები