ირაკლი კობახიძემ დღეს განათლების ახალი მინისტრი წარადგინა. ალექსანდრე წულაძე ქართული ოცნების მმართველობის პირობებში მეშვიდე მინისტრია. პროფესიის იურისტისგან გეგმებზე არაფერი მოგვისმენია, კობახიძემ თქვა, რომ ხედვები საარჩევნო პროგრამაში ჩაიწერება. ექსპერტები ახალი მინისტრისგან რეფორმებს არ ელიან და თვლიან, რომ ის კობახიძემ არჩევნებამდე 24 დღით ადრე დროებით დანიშნა. ამასთან, განათლების ექსპერტები 12 წლიან გამოწვევებს აფასებენ და აცხადებენ, რომ მინისტრების ცვლილებებთან ერთად, ამ დრომდე გამოწვევები არ შეცვლილა.