მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო შესაძლოა, გაიყოს

5dc3cbf9e63de
შოთა ტყეშელაშვილი
07.11.19 11:46
1642
1 წლისა და 4 თვის წინ, საქართველოს განათლების სამინისტრო კულტურისა და სპორტის სამინისტროსთან გაერთიანდა. გაერთიანებული უწყების ხელმძღღვანელად მაშინდელმა პერმიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ მიხეილ ბატიაშვილი დაასახელა.

დღეს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ განაცხადა, რომ ბატიაშვილი პოსტს ტოვებს. წასვლამდე მინისტრმა მთავრობის ადმინისტრაციაში ჟურნალისტთა კითხვებს უპასუხა, სადაც განაცხადა რომ უწყება შესაძლოა ხელახლა გაიყოს. ბატიაშვილის თქმით, აღნიშნული გაყოფა შესაძლოა 2020 წელს მოხდეს.

“ამ საკითხთან დაკავშირებით მიმდინარეობს კონსულტაციები. არის რამდენიმე ვერსია, რომელიც იქნა ნახსენები, რომელიც შეეხება როგორც გაყოფას, ეს პროცესი მუდმივად მიმდინარეობს. თქვენ მოგეხსენებათ, რომ სავარაუდოდ ეს პროცესი შეიძლება განხორციელდეს შემდეგი წლიდან, ამიტომ საკმაო დრო არის ჩამოყალიბდეს სწორი ხედვა წლის ბოლომდე, კონკრეტულად როგორ მოხდება თუ მოხდა საერთოდ, რადგან ამას ბოლომდე ვერ დაგიდასტურებთ. მაგრამ როგორც გითხარით დრო არის იმისთვის, რომ გრძელვადიანად ჩამოყალიბდეს ისე, როგორც საქმეს წაადგება,”- ამბობს მიხეილ ბატიაშვილი.