მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

განათლების მინისტრი გამომცემლებს შეხვდება

5824634962278
ანი ჯოხაძე
10.11.16 16:07
1515
12 ნოემბერს განათლების მინისტრსა და გამომცემლებს შორის შეხვედრა გაიმართება-ამის შესახებ ინფორმაცია „ბიზნესკონტრაქტს“ გამომცემლობა „ინტელექტის“ ხელმძღვანელმა კახა კუდავამ მიაწოდა.

მისი თქმით, ამ შეხვედრაზე, სადაც სხვადასხვა გამომცემლობის წარმომადგენლები იქნებიან,ყველა ის საკითხი გადაწყდება , რაზეც ამ დრომდე მიმდინარეოდა მოლაპარაკებები.

“ბიზნესკოტრაქტი“ ასევე დაუკავშირდა გამომცემლობა „დიოგენეს“ ხელმძღვანელს. თამარ ლებანიძის განცხადებით, აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით ის ინფრომაციას არ ფლობს, რადგან ბოლო შეხვედრებში მას მონაწილეობა არ მიუღია.

შეგახსენებთ: რომ გამომცემლები უკვე 4 წელია ითხოვენ სახელმძღვანელოების ბეჭვდაში ჩართვას და სამინისტროსთან შეთანხმების მიღწევას ცდილობენ .

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები