გრიფირების პროცესში დაშვებულ ხარვეზებთან დაკავშირებით, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტისა მინისტრმა მიხეილ ბატიაშვილმა აღნიშნა, რომ საკითხს შიდა აუდიტის ზედმიწევნით სწავლობს და დასკვნა უახლოეს პერიოდში გახდება ცნობილი.
„ყველა მხარესთან თანამშრომლობის საფუძველზე, გრიფირების პროცესს სწავლობს შიდა აუდიტი. რადგანაც ინფორმაციები ჯერ კიდევ შემოდის, ვფიქრობთ, თვის ბოლოსთვის უნდა იყოს დასკვნა. ეს იქნება გამჭვირვალე და შედეგებიდან გამომდინარე, სამინისტროს ზომები იქნება შესაბამისი, უმკაცრესი, რადგანაც საქმე ეხება ბავშვების სახელმძღვანელოებს“ - განაცხადა მინისტრმა.
მისივე თქმით, აუცილებელია, მომავალში პროცესი წარიმართოს სწორად, სწორი მენეჯმენტით, რომ მსგავს მნიშვნელოვან საკითხზე კითხვები აღარ გაჩნდეს.

























