განათლების მინისტრი მიხეილ ბატიაშვილი მის გადადგომასთან დაკავშირებით არსებულ ინფორმაციას არ ადასტურებს.
"მაგას ვერ დაგიდასტურებთ ვერანაირად"-ასე უპასუხა მან ჟურნალისტის შეკითხვას, ანაცვლებს თუ არა მას თანამდებობაზე სოხუმის უნივერსიტეტის რექტორი.
მინისტრმა მთავრობაში არც სხვა საკადრო ცვლილებები დაადასტურა.

























