„კულტურის მიმართულებით საჭიროა ახალი რეოფმრები“ - ასე გამოეხმაურა საქართველოს განათლების მეცნიერების კულტურისა და სპორტის მინისტრი მიხეილ ბატიაშვილი, მიხეილ გიორგაძე თანამდებობიდან გადადგომის გადაწყვეტილებას.
მინისტრმა ჟურნალისტების შეკითხვის საპასუხოდ განაცხადა, რომ რეფორმა ახლებულ მიდგომებს მოითხოვს.
“მიშა გიორგაძემ დატოვა პირველი მოადგილის პოსტი და პატივი უნდა ვცეთ მის გადაწყვეტილებას, ის რჩება ჩვენი გუნდის წევრად და დარწმუნებული ვარ, ბევრ კარგ საქმეს გააკეთებს კერძო სექტორში, წარმატებებს ვუსურვებ მას! რაც შეეხება კულტურის მიმართულებას, - მე ვფიქრობ, რომ საჭიროა რეფორმები, ახალი საერთაშორისო და ადგილობრივი პროექტები, დაინტერესებული მხარეების მეტი ჩართულობა, პრობლემების პროაქტიული გადაწყვეტა. ეს ყველაფერი მოითხოვს ახლებურ მიდგომებს და ჩვენ ამას გავაკეთებთ“, - განაცხადა ბატიაშვილმა.

























