მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

განათლების მინისტრმა საგანმანათლებლო პროგრამების აკრედიტაციისთვის განაცხადის ვადა ორი თვით გადაწია

თსუ

განათლების მინისტრმა გივი მიქანაძემ საგანმანათლებლო პროგრამების აკრედიტაციისთვის განაცხადის შეტანის ვადა ორი თვით გადაწია. შესაბამისი ცვლილება მინისტრის 1 მაისის ბრძანებით „უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების საგანმანათლებლო პროგრამების აკრედიტაციის დებულებისა და საფასურის დამტკიცების შესახებ“ 2011 წლის 4 მაისის ბრძანებაში შევიდა.

უკვე არსებულ ბრძანებას დაემატა ახალი მუხლი, რომელშიც აღნიშნულია: “თუ საგანმანათლებლო პროგრამას აკრედიტაციის ვადა ეწურება 2026 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით, საგანმანათლებლო პროგრამის ხელახალი აკრედიტაციის მიზნით, ცენტრში სააკრედიტაციო განაცხადის წარდგენა, ნაცვლად ამ დებულების მე-20 მუხლის მე-16 პუნქტით გათვალისწინებული ვადისა (მიმდინარე წლის პირველი მაისის ჩათვლით) განხორციელდეს 2026 წლის პირველი ივლისის ჩათვლით.“

ამასთან ცვლილების თანახმად, თუ სააკრედიტაციო განაცხადი ცენტრს წარედგინა ვადების დაცვით და ცენტრის დირექტორმა გამოსცა ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების აკრედიტაციის მაძიებლად ცნობის თაობაზე, აკრედიტაციის გადაწყვეტილების ძალაში შესვლამდე წარდგენილი საგანმანათლებლო პროგრამა ჩაითვლება აკრედიტებულ პროგრამად აკრედიტაციის ვადის გასვლიდან 180 კალენდარული დღის განმავლობაში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები