მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

განათლების მინისტრთან ყოველდღიური კონტაქტი მაქვს, ის ელოდება შენიშვნებს - გურგენიძე

დავით გურგენიძე სტუ

"მინისტრთან ყოველდღიური კონტაქტი მაქვს. ის ელოდება შენიშვნებს და აზრებს კონცეფციასთან დაკავშირებით, საუბარს აკადემიურ წრეებთან, შემდეგ მივიღებთ ყველა ერთად გადაწყვეტილებას", - ამის შესახებ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ლექტორმა დავით გურგენიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

"ჩემო ძვირფასო, ახალგაზრდებო, ჩვენთან, მინისტრის მოადგილეს ზვიად გაბისონიას სულ სხვა პოზიცია და სხვა აზრი ჰქონდა. მან აკადემიურ წრეს, პროფესორებს შესთავაზა სამი ვარიანტი განსახილველად. ჩემს კოლეგებს აქვთ საკუთარი მოსაზრებები, ის განიხილავს და შევჯერდებით. მე მინისტრს როგორც ვესაუბრე, მზად არის მოისმინოს როგორც თსუ-ს, ისე სტუ-ს აზრი, შემდეგ კი შეჯერდეს და მოახსენოს პრემიერს“,- აცხადებს გურგენიძე.

აღსანიშნავია, რომ 29 იანვარს ცნობილი გახდა, რომ უმაღლესი განათლების რეფორმის ფარგლებში თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი და საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი გაერთიანდებიან. ერთიან სასწავლებელს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი ერქმევა. გადაწყვეტილებას ეწინააღმდეგებიან სტუ-ს და თსუ-ს სტუდენტები და ლექტორები.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები