ქართული ოცნება განათლების რეფორმას კიდევ ერთხელ აანონსებს. კონცეფციის პირველადი მონახაზი ირაკლი კობახიძემ გუშინ წარადგინა. მან განათლების რეფორმის ფარგლებში 7 ძირითად გამოწვევაზე/ამოცანაზე ისაუბრა, რომელიც განათლების ექსპერტების ნაწილმა კრიტიკულად შეაფასა, სახელმწიფო უნივერსიტეტების ნაწილში კი ინიციატივებს იწონებენ.


































