მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

განათლების სამინისტრო და გამომცემლების ნაწილი სახელმძღვანელოების გრიფირების წესზე ვერ შეთანხმდნენ

58c7114e845ea
BM.GE
14.03.17 09:40
2183
განათლების სამინისტრო და გამომცემლების ნაწილი სახელმძღვანელოების გრიფირების წესზე ვერ შეთანხმდნენ. გამომცემლობებისთვის განათლების სამინისტროს მიერ შეთავაზებული გრიფირების ახალი წესი მიუღებელია. სახელმძღვანელოების გრიფირების ახალი წესის მიხედვით, განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო სახელმძღვანელოების ბეჭდვაზე ტენდერს აცხადებს, სადაც მონაწილეობის მიღება ნებისმიერ იურიდიულ პირს შეუძლია, მათ შორის, თავად გამომცემელსაც, - თემის დეტალებით ’’საქმიან დილასთან“ განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე თემურ მურღულია საუბრობს.

-ბატონო თემურ, თქვენი მხრიდან კერძო სექტორთან კომუნიკაცია როგორ დასრულდა?

- მინდა გთხოვოთ, რომ განცხადება არ გააკეთოთ ყველა გამომცემლის პოზიციიდან, რადგან ეს სწორი მიდგომა არაა. რიგი გამომცემლებისა ნამდვილად არ აჟღერებს ყველა გამომცემლის პოზიციას, თუმცა ბუნებრივია, არის გამომცემლების ნაწილი, რომლებიც თვლიან, რომ ის მოდელი, რომელსაც ჩვენ ვთავაზობთ არა რელევანტურია, მაგრამ არის გამომცემლების ნაწილი, რომელიც ყოველდღიურად ჩვენთან ერთად მუშაობს. შესაბამისად, ის გამომცემლები, რომლებიც ჩვენთან ერთად მუშაობენ ვფიქრობ, რომ კმაყოფილი არ არიან აღნიშნული განცხადებით, რომ ყველა გამომცემელი ერთ პოზიციაზეა.

-რატომ ვერ დასრულდა შეთანხმება, ფაქტია, რომ წელს ახალი სახელმძღვანელოები ვერ გამოიცემა?

-ის, რომ წელს ახალი წიგნები არ იქნებოდა დამზადებული, ეს ძალიან დიდი ხნის წინ გადაწყდა იმის გამო, რომ გამომცემლებს საკმარისი დრო ჰქონოდათ ახალი წიგნების მოსამზადებლად. ჩვენ გვირჩევნია გაცილებით მაღალი ხარისხის წიგნები დამზადდეს. უკვე გასული წლის დეკემბერშიც ნათელი იყო, რომ წიგნების გრიფირება ვერ მოესწრებოდა, რადგან ეს იანვარშიც რომ დაწყებულიყო, ვერ მოესწრებოდა, ამისთვის დრო არ იყო საკმარისი. „რადგან - ვერ მოესწრო“, - არასწორი შეფასებაა. ეს თავიდანვე ნათელი იყო.

-განათლების მინისტრს ჩვენ ყოველთვის ვუსვამდით ამ კითხვას და პასუხი ყოველთვის ის იყო, რომ მოლაპარაკებები ფასთა მატრიცაზე მიმდინარეობდა, რომლის მიხედვითაც, კომუნიკაცია მოხდებოდა და მიმდინარე წელს აუცილებლად შეიცვლებოდა 1-6 კლასების სახელმძღვანელოები და ეს დრო საკმარისი იყო. ასე ამბობდა დაახლოებით დეკემბერში თავად მინისტრი. კონტენტზეც და ფასზეც ტენდერი თავიდან გამოაცხადა, ამის მიზეზი რა გახდა?

-ვფიქრობ, რომ ისევ და ისევ არასწორი ინფორმაცია გაქვთ, ფასების მატრიცა არსად არ წასულა და ის კვლავაც ბაზისად რჩება. ძალიან ხშირად მინისტრზე არასწორად აპელირება ხდება და მინდა, რომ ამას ჩვენ როგორმე ბოლო მოვუღოთ. ფასების მატრიცა ადგილზეა. ძირითადი საუბარი ფასების ირგვლივ მიმდინარეობს, მაგრამ ამავე დროს, ფრიად ნათელია და არასდროს ყოფილა განსხვავებული პოზიცია სამინისტროში, რომ იქ სადაც შესაძლებელია კონკურენცია არსებობდეს, ტენდერი უნდა არსებობდეს. ვფიქრობ, რომ სახელმწიფო ტრადიციულად და კანონისმიერად ყოველთვის იღებს აქცენტს ტენდერზე იქ, სადაც ტენდერის ჩატარება შესაძლებელია.
-თუ გამომცემლობა "არტანუჯი", ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა და სხვები წინააღმდეგი არიან, შეგიძლიათ დაგვისახელოთ კომპანიები და გამომცემლები, რომლებთანაც კომუნიკაცია გრძელდება, რადგან ჩვენ მათთანაც გვსურს კონტაქტი და მათი აზრის მოსმენა...

ჩვენ ყოველ მეორე დღეს გვაქვს შეხვედრები რიგ გამომცემლებთან, ტყუილს რომ არ ვამბობ ალბათ ამაში დარწმუნებული ხართ.

-"არტანუჯი", და ბაკურ სულაკაურის გამომცემლობები ბაზრის ლიდერები არიან. სულ რამდენიმე გამომცემლობაა, რომელიც ბაზრის ნახევარზე მეტს იკავებს...

-მე აპელირებას წვრილ გამომცემლებზე არ ვაკეთებ. მე აპელირებას იმ გამომცემლებზე ვაკეთებ, რომლებსაც ამ ბაზარზე არანაკლები წილი აქვთ, უბრალოდ მე დღეს უფლება არ მაქვს ისინი დავასახელო, რადგან არ ვიცი მათ სურვილი აქვთ თუ არა, რომ ამის შესახებ პირდაპირ ეთერში ვისაუბროთ. საქმე ის არის, რომ მინისტრი 2016 წელს მოვიდა და თქვა, რომ წესი შევცვალოთ. მანამდე ის მოდელი იყო, რომელიც მაშინ იყო ოპტიმალური.

ჩვენ ავტორები შევკრიბეთ, ტრენინგი ჩავატარეთ გამომცემელთა რიგი წარმომადგენლები იქაც კი შეეცადნენ, რომ ობსტრუქცია მოეწყოთ. მე ავტორებთან შეხვედრას სპეციალურად არ დავესწარი, რადგან ეს რამე ფორმით განხილული არ ყოფილიყო ამ ფორმატში. იქაც კი სამინისტროს წარმომადგენლებს არ მოუსმინეს იმასთან დაკავშირებით, თუ როგორი უნდა იყოს სახელმძღვანელო სასწავლო გეგმასთან შესაბამისობაში. ჯერ არ იციან რაზეა საუბარი, რა მოთხოვნებია და რას გადაგვიხდითო კითხულობენ იმის გარეშე, რომ გაერკვნენ რა არის სამინისტროს მოთხოვნები. ჩვენ ვაპირებთ, რომ ყველასთან ერთნაირი პირობები დავაყენოთ, მათ შორის, ქართველ გამომცემლებს პირველად ვთავაზობთ, რომ ინგლისური წიგნები შემოგთავაზონ, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. თუ ქართული წიგნები გრიფირებას გაივლის, ჩვენ წიგნებს პირდაპირ არ ვიყიდით. თუ ვერ გაიარეს ის სიტუაცია იქნება, რაც ახლა არის. როდესაც ბაზარზე ვაკუუმია, სახელმწიფოს გადაწყვეტილების მიღება უწევს. თუ არ იქნება ქართული წარმოების ინგლისურენოვანი წიგნები, ბუნებრივია, სხვა იქნება. ჩვენ ყველას ერთნაირ პირობებს და იმ მოდელს ვთავაზობთ, როდესაც კონტენტის შეძენა ხდება და შემდეგ ცენტრალიზებული ბეჭდვა. მინდა აღვნიშნო, რომ ყურადღების მიღმა რჩება ერთი მნიშვნელოვანი ფაქტი, რომ არიან გამომცემლები, რომლებსაც საკუთარი სტამბა არ აქვთ და არიან სტამბები, რომლებიც გამომცემლები არ არიან. ბაზარზე არის სიტუაცია, როდესაც ვიღაც უკეთესად ქმნის წიგნებს, მინდა შეგახსენოთ, რომ წიგნებს არა გამომცემლები, არამედ ავტორები ქმნიან და თუ ავტორები ჩათვლიან, რომ გამომცემლობა ძალიან ზედმეტ პრობლემებს უქმნის მათ, ისინი სხვა გამომცემლობას მონახავენ. არიან სტამბები, რომლებიც ბეჭდავენ და ამაში გაცილებით უკეთესები არიან. ჩვენ მორალურად მართლები ვართ იმაში, რომ გამომცემლებმა და ავტორებმა წიგნები შექმნან, ხოლო სტამბამ ეს წიგნები დაბეჭდოს. ასე იქმნება ყველა წიგნი, მათ შორის სახელმძღვანელო წიგნებიც. არავინ არავის გარანტიას არ აძლევს, ასე იყო წლების მანძილზე. რომელ წელს იყო საქართველოში რომ ვინმე გარანტირებულად ეუბნებოდნენ, რომ შენ შექმენი წიგნი და შენ წიგნს ვიყიდით. ასეთი რამ არამც თუ საქართველოში, მსოფლიოს სხვა ქვეყნებშიც არ არსებობს. ასე არ ხდება, გარდა იმ ცენტრალიზებული-საბჭოთა სიტემისა, სადაც წიგნი გარანტირებული რეალიზაციით იქმნება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები