მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

განათლების სამინისტრო დუმს, როცა მოსწავლეებს და სტუდენტებს ურტყამენ! - უწყებასთან 16:00 საათზე აქცია გაიმართება

განათლება

დღეს, 16:00 საათზე განათლების სამინისტროსთან საპროტესტო აქცია გაიმართება, რომლის მთავარი მოთხოვნა განათლების მინისტრის და მისი მოადგილეების გადადგომაა. პროტესტის ორგანიზატორები "ქართული განათლება საფრთხეშია" აცხადებენ, რომ უწყება დუმს, როდესაც სტუდენტებს ურტყამენ და ხმებს გვართმევენ.

"ვიკრიბებით პარასკევს, 6 დეკემბერს, 4 საათზე განათლების სამინისტროსთან, რადგან ინსტიტუცია, რომელიც მოსწავლეების, მასწავლებლების, ბაღის აღმზრდელების, პროფესორების, სტუდენტებისა და მეცნიერების უფლებებს უნდა იცავდეს, ძალადობის ენით გველაპარაკება.

განათლების სამინისტრო დუმს, როცა ჩვენს მოსწავლეებს და სტუდენტებს ურტყამენ!

განათლების სამინისტრო დუმს, როცა ხმებს გვართმევენ!განათლების სამინისტრო დუმს, როცა ჩვენი შვილები ყოველ ღამე ძალადობის გაკვეთილებს უყურებენ პირდაპირ ეთერში!განათლების სამინისტრო განათლებასა და მეცნიერებაზე ზრუნვის ნაცვლად თავის მანდატს პარტიული კონტროლის გასამყარებლად იყენებს!განათლების სამინისტრო ახალისებს დასმენას, ემუქრება დირექტორებს, მასწავლებლებს, პროფესორებს, მოსწავლეებსა და საკუთარ თანამშრომლებს!

ამით განათლების სამინისტრო ამყარებს კონსტიტუციის ჩარჩოდან გასული, არალეგიტიმური და ავტორიტარული ხელისუფლების ძალაუფლებას.

ამიტომ მოვითხოვთ განათლების მინისტრისა და მისი მოადგილეების დაუყოვნებლივ გადადგომას!მოვუწოდებთ სამინისტროს თანამშრომლებს, შეუერთდნენ სახალხო პროტესტს!" - ნათქვამია ორგანიზატორების განცხადებაში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები