განათლების მინისტრის განცხადებით, არაფორმალური განათლების კომპონენტს, კერძოდ კი მოსწავლეთა ბანაკებს საერთაშორისო გასვლები დაემატება. ამის გარდა თემატური ბანაკები მთელი საქართველოს ტერიტორიაზე მოეწყობა, სადაც ქართველ მოსწავლეებთან ერთად უცხო ქვეყნიდან ჩამოსული ბავშვებიც დაისვენებენ.
„თემატურ ბანაკებში დასვენებასთან ერთად ბავშვები შეიძენენ ახალ ცოდნას, ერთმანეთს გაუზიარებენ გამოცდილებას, ხედვებს. ასევე ვამატებთ ორმხრივ საერთაშორისო ბანაკებს. ჩვენ დავპატიჟეთ უცხოელი ბავშვები და ასევე ჩვენს ბავშვებს მიეცემათ საშუალება უცხოეთში წავიდნენ და იქაურ ბანაკებში დაისვენონ.“ - განაცხადა მიხეილ ჩხენკელმა.