მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

განათლების სამინისტროს ბიუჯეტიდან ინფრასტრუქტურაზე მხოლოდ 3% იხარჯება

5afea61180671
მეგი კავთუაშვილი
18.05.18 14:01
632
განათლების სამინისტროს ბიუჯეტიდან საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტურტურის მოწესრიგებაზე მხოლოდ 3 % იხარჯება. ოფიციალური მონაცემებით, რომელიც BM.GE -მ ინფრასტრუქტურის სააგენტოდან გამოითხოვა, ინფრასტრუქტურაზე გაწეული დანახარჯები წლიდან წლამდე მცირდება. რაც თანხვედრაში არ მოდის სამინისტროს მზარდ ბუჯეტთან.




განათლების ექსპერტები აღნიშნულ მონაცემებს ბიუჯეტირების პროცესის ხარვეზად აფასებენ.

„ბალანსის პოზიცია და პოლიტიკა ფიზიკურ და სხვა ტიპის ინვესტირებას შორის სახელმწიფოს მხრიდან განათლების სისტემაში უნდა იყოს დაცული, თუმცა ეს ბალანსის თვალსაზრისით არ ჩანს. დანახარჯები არის საკმაოდ დაბალი. იგივე ზრდის ტენდენცია - 2012 წლიდან წლევანდელ წლამდე განათლების ბიუჯეტი თითქმის გაორმაგდა, მაგრამ ეს ნაკლებად შეეხო ინფრასტრუქტურულ მიმართულებებს. ვფიქრობ რომ ამ თვალსაზრისით უკეთესი იქნება უფრო მეტი ბალანსის დაცვა.“ - აცხადებს განათლების სპეციალისტი შალვა ტაბატაძე.

„ამ მიმართულებით ძალიან მნიშვნელოვანი ცვლილებები გვაქვს გასატარებელი, ანუ თვისებრივად არის გასაზრდელი ბიუჯეტი. ჩვენ სანამ ჩამოვუვლით სკოლებს და თანმიმდევრულად გავარემონტებთ, თავში გარემონტებული სკოლები, თავიდან გასარემონტებელი ხდება“ - აცხადებს განათლების სპეციალისტი რევაზ აფხაზავა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები