მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

განათლების სფეროში გვჭირდება სერიოზული ძვრები, ჯანდაცვაშიც გასაუმჯობესებელია მომსახურების ხარისხი - კობახიძე

პრემიერ-მინისტრი
26.05.24 22:12
235

განათლების სფეროში გვჭირდება როგორც სასკოლო განათლების კუთხით სერიოზული ძვრები, ასევე უმაღლესი განათლებისა და მეცნიერების კუთხით, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ „იმედის კვირასთან“ ინტერვიუში განაცხადა. როგორც მან აღნიშნა, მუშაობა ასევე მიმდინარეობს ჯანდაცვის სისტემის გაუმჯობესებაზეც.

„განათლების სფეროში გვჭირდება, როგორც სასკოლო განათლების კუთხით სერიოზული ძვრები, ასევე უმაღლესი განათლებისა და მეცნიერების კუთხით თვისებრივად შეიძლება, შეიცვალოს სისტემა, გაუმჯობესდეს სწავლების ხარისხი, განათლების ხარისხი და ეს არის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი, რაზეც ახლა ვმუშაობთ. ასევე ჯანდაცვაში გასაუმჯობესებელია მომსახურების ხარისხი, რასაც სჭირდება კომპლექსური, სისტემური მიდგომა და ამაზეც აქტიურად მიმდინარეობს მუშაობა“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები