მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

განაწილებული ელექტროენერგია 6%-ით, აბონენტების რაოდენობა კი 3%-ით გაიზარდა - "თელასი"

6448c9fd47e01
მარიამ ვარადაშვილი
26.04.23 11:04
441
2023 წლის პირველ კვარტალში კომპანია „თელასმა“ 0,924 მილიარდი კვტსთ ელექტროენერგია გაანაწილა, რაც 6,2% (54 მილიონი კვტსთ-ით) აღემატება 2022 წლის პირველ კვარტალში განაწილებული ელექტროენერგიის მოცულობას. აღნიშნული მატება ქვეყანაში ეკონომიკური აქტივობისა და ახალი აბონენტთა რაოდენობის ზრდამ განაპირობა.

„თელასის“ აბონენტთა რაოდენობა 2023 წლის იანვარი-მარტის მონაცემებით 2022 წლის იგივე პერიოდთან შედარებით 3%-ით (21,3 ათასი აბონენტით) გაიზარდა და 730 ათასი აბონენტი შეადგინა, საიდანაც 655,7 ათასი - ფიზიკური პირია, ხოლო 74,3 ათასი – იურიდიური პირი.

2023 წლის პირველი კვარტლის მონაცემებით კომპანიის ელექტროგადამცემი ხაზების საერთო სიგრძემ 6 700 კმ შეადგინა, რაც 3,8%-ით (244 კმ-ით) აღემატება 2022 წლის პირველი კვარტლის მაჩვენებელს (6 456 კმ). კომპანიის ელექტროგადამცემი ხაზების საერთო სიგრძე ქსელის განვითარების, რეკონსტრუქციისა და მოდერნიზების სამუშაოების ჩატარების შედეგად გაიზარდა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები