მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

განახლებადი ენერგიების ასოციაცია ენერგეტიკის შესახებ საზოგადოებრივი ცნობიერების ამაღლებას გეგმავს

5b9688ee114f1
დავით ჯალაღონია
10.09.18 19:07
859
განახლებადი ენერგიების ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორის გიორგი აბრამიშვილის განცხადებით, კერძო ასოციაციის წევრი კომპანიები ენერგეტიკაში საზოგადოებრივი ცნობიერების ამაღლების მიზნით წელს მუშაობას დაიწყებენ.

როგორც BM.GE-ს აბრამიშვილმა განუცხადა, მიმდინარე წელს სხვადასხვა ენერგოპროექტების საწინააღმდეგოდ გამართულმა საპროტესტო აქციებმა კერძო სექტორსა და მთავრობას მოსახლეობასთან აქტიური კომუნიკაციის აუცილებლობა დაანახა.

„ერთის მხრივ უნდა აღვნიშნოთ, რომ ხელისუფლება გარკვეული პერიოდის განმავლობაში, ძალიან აქტიურად შეეცადა, ეთანამშრომლა მოსახლეობასთან, თუმცა მეორეს მხრივ, ცეცხლის ჩაქრობის რეჟიმში მუშაობს ყველა, იქნება ეს კერძო სექტორი, თუ - ხელისუფლება. ამიტომ თანმიმდევრული გეგმა უნდა შემუშავდეს, როგორ მოხდეს რამდენიმეწლიანი კომუნიკაციის გაფართოება მოსახლეობასთან იმისთვის, რომ საწყის ეტაპზე კარგად ესმოდეს, ერთის მხრივ მნიშვნელობა, მეორეს მხრივ - რა ზიანზეა საუბარი გარემოს კუთხით. ვფიქრობთ, რომ ჩვენი ასოციაციის ფარგლებში გავაქტიურდეთ ამ წლიდან. შესაძლებელია რაღაც ახალი პროექტი დავიწყოთ კომუნიკაციების მასშტაბების გასაზრდელად“, - განაცხადა აბრამიშვილმა და დასძინა, რომ ამ შემთხვევაში ცალკეულ პროექტებზე საუბარი არ იქნება.

„გვინდა ზოგადი, საგანმანათლებლო კუთხით გავაქტიურდეთ - რა არის ენერგეტიკა, რას ნიშნავს განახლებადი ენერგიები, რა პლიუსები აქვს, რა მინუსები, რაზე უნდა ვიმუშაოთ და ა.შ. პროექტების არ გაკეთება არაა გამოსავალი“, - აღნიშნა მან.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები