მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

განახლებადი ენერგიის შესახებ კანონს წლის ბოლომდე მიიღებენ

5af607b5a933f
მეგი კავთუაშვილი
12.05.18 10:22
1081
ეკონომიკის სამინისტრო განახლებადი ენერგიის შესახებ კანონზე საუბრობს, რომელსაც პარლამენტი წლის ბოლომდე მიიღებს.

„ჰესების მშენებლობით დაინტერესებულ ინვესტორებს წლის ბოლომდე ეცოდინებათ ის საკანონმდებლო მოდელი, რომელსაც უნდა მიყვნენ. არამარტო ეცოდინებათ, არამედ ჩართულები იქნებიან ამის განხილვაში და ჩვენ გვინდა მაქსიმალურად განვიხილოთ არსებულ თუ პოტენციურ ინვესტორებთან. ჩვენი პოლიტიკაა, რომ ხელი შევუწყოთ განახლებად ენერგიებს და ინვესტიციებს. ამ კანონში გათვალსიწინებული იქნება ის მექანიზმები, რომლის დახმარებითაც სახელმწიფო ხელს შეუწყობს ინვესტიციებს განახლებად ენერგიაში, ისე რომ არ დაზარალდეს ბაზარი. ჩვენ ველოსიპედს არ ვიგონებთ, ეს არის აპრობირებული მეთოდი ევროპაში",- განაცხადა "საქმის კურსის" ეთერში გიორგი ჩიქოვანმა.

მისივე თქმით, სახელმწიფო მხარდაჭერის ერთ-ერთ მიამრთულებად სუბსიდირებაც განიხილება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები