მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

“განახლებული რეგიონების“ ფარგლებში, ლენტეხში 24 შენობა რეაბილიტირდა - დაიხარჯა ₾5 მლნ-მდე

64b26a6f6bbb9
BM.GE
15.07.23 13:42
450
პროგრამის “განახლებული რეგიონების“ ფარგლებში ლენტეხში რეაბილიტაცია ჩაუტარდა 24 შენობას, სულ ჯამში რეაბილიტირდება 39 შენობის გარე ფასადები, იცვლება კარ-ფანჯრები, მოეწყო გზის გამყოფი გამწვანების ზოლი, ღობეები, ტროტუარები, მოეწყობა სკვერი. სამუშაოები ჩატარდა სამ ეტაპად.

მთავრობის ადმინისტრაციის ცნობით, პირველი და მეორე ეტაპის სამუშაოებში დაიხარჯა 4,935,828 ლარი, დამატებით იგეგმება 1,800,000 ლარის ინვესტირება.

ლენტეხში, თამარ მეფის განახლებული ქუჩა დღეს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა დათვალიერა. პრემიერთან ერთად ადგილზე მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსი, ლერი ბარნაბიშვილი, აღმასრულებელი, საკანონმდებლო და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები იმყოფებოდნენ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები