მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„განახლებული რეგიონების" პროგრამით, ₾400 მილიონზე მეტია ინვესტირებული - ირაკლი ქარსელაძე

63fccad78292a
BM.GE
27.02.23 20:20
644
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის ირაკლი ქარსელაძის განცხადებით, "განახლებული რეგიონების’’ პროგრამის
მიმართულებით 2023 წელი ძალიან აქტიური იქნება. 

როგორც მინისტრმა მთავრობის სხდომის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე აღნიშნა, აღნიშნული პროგრამისთვის ფარგლებში სრულად რეაბილიტირდა 600-მდე შენობა, ხოლო აშენდა და რეაბილიტაცია ჩაუტარდა 92 სკვერს. ბრიფინგზე აღნიშნა, რომ პროგრამისთვის „განახლებული რეგიონები“ 400 მილიონ ლარზე მეტია ინვესტირებული.

„განახლებული რეგიონების პროგრამით, 400 მილიონ ლარზე მეტია ინვესტირებული. ამის შედეგად, 600-მდე შენობა სრულად რეაბილიტირდა ენერგოეფექტური მასალის გამოყენებით. 92 პარკი და სკვერი აშენდა, ზოგიერთს ჩაუტარდა რეაბილიტაცია. როდესაც რეკრეაციულ ზონებზე ვსაუბრობთ, აქ, საჭიროებიდან გამომდინარე, გათვალისწინებულია როგორც საირიგაციო სისტემები, ისე საინჟინრო ინფრასტრუქტურის განახლება და მოწყობა.

ზოგ ადგილას, მაგალითად, მოცულობიდან გამომდინარე, მსგავსი სამუშაოები ჯერ კიდევ გრძელდება. 2023 წელი ამ მიმართულებით ძალიან აქტიური იქნება“, - განაცხადა ირაკლი ქარსელაძემ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები