მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

განახლებული სასტუმრო Costé სრული დატვირთვით თებერვლიდან ამოქმედდება

63c566df23540
ვიქტორია მღებრიშვილი
16.01.23 22:00
855
სასტუმრო „კოსტე“, რომელმაც სარესტორნო სივრცე განაახლა და ოთახების რაოდენობა გაზარდა, სრული დატვირთვით თებერვლის შუა რიცხვებიდან ამოქმედდება. ამის შესახებ სასტუმროს დამფუძნებელმა თამარ ბაღდავაძემ „საქმიან დილაში“ ისაუბრა.

განახლების პროექტზე სასტუმროს მფლობელებმა 1.5 მლნ ლარის ინვესტიცია ჩადეს და მის გახსნას გასული წლის ნოემბერში გეგმავდნენ, თუმცა როგორც თამარ ბაღდავაძე ამბობს, სარემონტო სამუშაოების გაჭიანურების გამო განახლებული რესტორანი მიმდინარე წლის თებერვლიდან ამოქმედდება და ჯამში სასტუმროში 70 ადამიანი დასაქმდება.

„სასტუმრო „კოსტე“ გაფართოვდა, გვქონდა ტექნიკური შენიშვნები სასადილოს გაფართოების მიმართ, ნომრების რაოდენობა კი 72 ოთახამდე გაიზარდა. შესაბამისად წლიურად 140 სტუმრის მიღება შეგვიძლია. რესტორანი სატესტო რეჟიმში იანვრის ბოლოს გაიხსნება და თებერვლიდან კი სრული დატვირთვით შევუდგებით. დიდ ჯავშნებს მარტიდან ველით“, - აღნიშნა ბაღდავაძემ.

მისივე შეფასებით, სასტუმრო ბიზნესი იმდენად მომხიბვლელი აღარ არის, როგორც პანდემიამდე იყო და დარგი დღეისთვის ჯერ კიდევ აღდგენის პროცესშია.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები