„საქართველოს ავტოიმპორტიორთა ასოციაციის“ ინფორმაციით, “ავტომობილების განბაჟების გაძვირებიდან ანუ 2026 წლის 1 აპრილიდან 6 თვის მანძილზე ავტოინდუსტრიის ჯამურმა დანაკარგმა, იმპორტისა და ექსპორტის კლების გათვალისწინებით, თითქმის 1 მილიარდი დოლარი შეადგინა”. “მსხვილ ლოგისტიკურ ოპერატორებს ვაჭრობა - 20%-ით, ხოლო მცირე და საშუალო კომპანიებს 60-70%-ით შეუმცირდათ”. ასოციაციის ცნობით, “დილერების 60-70% ვტომობილების ვაჭრობით საქმიანობისგან თავის შეკავების რეჟიმშია. თითოეულ ავტომობილზე კაპიტალდაბანდება 10 000-დან 15 000 დოლარამდე გაიზარდა, ლოგისტიკური შეფერხებების გამო გაიზარდა ჩამოყვანისა და კაპიტალის ამოღების ვადები, ხოლო მოგების მარჟა განახევრდა, რამაც ბევრი სუბიექტის ბაზრიდან გასვლა გამოიწვია”. ავტოიმპორტიორთა ასოციაციის ხელმძღვანელი ხელისუფლებას მოუწოდებს, დროულად გადახედოს მიღებულ საკანონმდებლო ცვლილებებს. საქსტატის თანახმად, 2026 წლის 9 თვეში საქართველომ ავტომობილების რეექსპორტით 1.5 მილიარდი დოლარი მიიღო, რაც 475 მილიონიან ანუ 24%-იან კლებას ნიშნავს. საანგარიშო პერიოდში შემცირებულია ავტომობილების იმპორტიც - 3 მლრდ დოლარიდან 2.6 მილიარდ დოლარამდე - კლება 13%-ია. რა ხდება საავტომობილო ბიზნესში, რატომ შემცირდა ავტომობილებით ვაჭრობა და რა გავლენა აქვს რეგულაციებს სექტორზე?
სტუმარი: ირაკლი კუხიანიძე - Carmark-ის დირექტორი






























