მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

განცხადების შემდეგ, გიორგი კვირიკაშვილის Facebook გვერდი აღარ იძებნება

5e43023ae7823
შოთა ტყეშელაშვილი
11.02.20 23:30
3783
საქართველოს ექს-პრემიერის გიორგი კვირიკაშვილის Facebook გვერდი კვლავ აღარ იძებნება. ეს კი მას შემდეგ, რაც კვირიკაშვილმა გიგი უგულავას დაკავებასთან დაკავშირებით კრიტიკული პოსტი გამოაქვეყნა და თქვა, რომ ეს აქტი ქვეყნის პარტნიორთა მხრიდან საქართველოში მართლმსაჯულების პოლიტიკური მიზნით გამოყენების შემთხვევად შეიძლება იყოს აღქმული. 

კვირიკაშვილის ფეიჯი ამჟამად:

გიორგი კვირიკაშვილის მიერ გიგი უგულავას დაკავებასთან დაკავშირებით გაკეთებული განცხადება:

"როდესაც რამდენიმე თვე რჩება უმნიშვნელოვანეს არჩევნებამდე და ხდება ერთ-ერთი ოპოზიციური ძალის ლიდერის დაპატიმრება, მითუმეტეს, როცა ამ ფაქტს წინ უძღვის საარჩევნო სისტემაზე საჯაროდ გაცემული პირობის დარღვევა და საქართველოს სტრატეგიული პარტნიორების უმწვავესი კრიტიკა, ეს ქმედება შეიძლება შეფასდეს, როგორც მართლმსაჯულების სისტემის პოლიტიკური მიზნით გამოყენებად, ხოლო შექმნილი ტენდენცია - როგორც ხელისუფლების მხრიდან (გამიზნულად თუ გაუაზრებლად - აღარ აქვს მნიშვნელობა) მოსახლეობის უდიდესი ნაწილის მიერ არჩეულ დემოკრატიულ კურსზე უარის თქმად, რასაც ლოგიკურად მოჰყვება 2020 წლის არჩევნების შედეგების წინასწარი დელეგიტიმაცია. ამ აზრზეა ყველა საღად მოაზროვნე ადამიანი, განურჩევლად იმისა, ჯდება თუ არა გიგი უგულავა მის პოლიტიკურ გემოვნებაში - აქვე დავაზუსტებ, რომ პირადად ჩემი და ევროპული საქართველოს პოლიტიკური მრწამსი იყო და რჩება კარდინალურად განსხვავებული. 

ასეთი ქმედებებით ხელისუფლება იღებს სრულ პასუხისმგებლობას შემდგომი პოლარიზაციის ზრდაზე. 

მოვუწოდებ მას, იღონოს ყველაფერი, რათა მოხდეს პოლიტიკური პროცესის ნორმალიზაცია, საზოგადოების პოლარიზაციის თავიდან აცილება და უმნიშვნელოვანესი არჩევნების მშვიდობიანად ჩატარება."

მას შემდეგ, რაც პრემიერი აღარაა, გიორგი კვირიკაშვილი facebook-გვერდს აქტიურად არ იყენებს. ის პერიოდულად ააქტიურებს საკუთარ პროფილს, როცა ქვეყანაში მიმდინარე აქტუალურ მოვლენებთან დაკავშირებით საკუთარი პოზიციის დაფიქსირება სურს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები