მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

განგაში ერევნის აეროპორტში: ერევანი-მოსკოვის რეისიდან მგზავრების ევაკუაცია განხორციელდა

5d760c703d1e7
მიხეილ ხაჩიძე
09.09.19 12:45
1299

ერევანი-მოსკოვის რეისზე ბომბის არსებობის შესახებ გავრცელებული ინფორმაციის გამო, ბორტიდან მგზავრების ევაკუაცია გამოცხადდა.


სომხური მედიის ცნობით, შემთხვევა ცოტა ხნის წინ, თვითმფრინავში ჩასხდომისას მოხდა. ერთ-ერთმა მგზავრმა ბორტგამცილებელს აცნობა, რომ მის ხელბარგში ბომბი იდო. სწორედ ამის შემდეგ, ლაინერიდან მგზავრების ევაკუაცია გამოცხადდა.


საავიაციო უშიშროების თანამშრომლებმა და პოლიციელებმა მგზავრები კონტროლირებად ტერიტორიაზე გადაიყვანეს. შემოწმდა ყველა მათგანის ბარგი, თუმცა ბორტზე ბომბი ან სხვა სახის საშიში ნივთიერება ვერ აღმოაჩინეს.


ამ დროისათვის, მგზავრი, რომელმაც სტიუარდესას ბომბის შესახებ აცნობა, ზვარტცონის პოლიციის განყოფილებაში გადაიყვანეს. მიმდინარეობს ფაქტის მოკვლევა. რეისი ერევანი-მოსკოვი მომხდარის გამო დაგვიანებით განხორციელდება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები