მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

განიხილავს თუ არა ყაზახური Freedom Bank საქართველოს საფინანსო სექტორში შემოსვლას?

freedom bank
18.04.24 00:40
184

საქართველოს ბაზარზე შესასვლელად ყაზახეთში მოქმედმა Freedom Bank-მა ქვეყანაში ბიზნესის განვითარების პოტენციალი უნდა შეაფასოს. ამის შესახებ ბანკის დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარის მრჩეველმა აიდოს ჟუმაგულოვმა BMG-ის აზერბაიჯანის ბიუროსთან განაცხადა.

მისი სიტყვებით, ბაზარზე შესვლაზე საუბარი მხოლოდ იმის შემდეგ შეიძლება დაიწყოს, რაც გაგებულ იქნება პოტენციალი, შეფასდება ეროვნულ ბანკთან ურთიერთობა ლიცენზიის გაცემისა და მიღების თვალსაზრისით.

„ეს კომბინაცია იმის გარკვევის შესაძლებლობას გვაძლევს შევდივართ თუ არა ამა თუ იმ ბაზარზე, მათ შორის საქართველოში. პოტენციალთან ერთად, ბაზრის შეფასების სხვა თავისებურებები და ინდიკატორები არსებობს“, - აღნიშნა ჟუმაგულოვმა.

Freedom Bank-ის დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარის მრჩეველი ამბობს, რომ ბანკი აზერბაიჯანის საფინანსო ბაზარზე ოპერირებისთვის, ან სხვა ადგილობრივი ბანკის შეძენისთვის საბანკო ლიცენზიის მისაღებად მზადაა. ამასთან Freedom Bank-ი 2024 წელს ფილიალების ან წარმომადგენლობების გახსნას ტაჯიკეთსა და უზბეკეთში გეგმავს. ჟუმაგულოვის ინფორმაციით, ბანკი როგორც საბროკერო ბიზნესი დსთ-ის და ევროპის ქვეყნებშია წარმოდგენილი.