მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„განიხილება, რომ საფოსტო სექტორი დაუბრუნდეს რეგულაციებს“ – რაზე ვერ თანხმდება ბიზნესი ხელისუფლებასთან?

საქართველოს ფოსტა

ფოსტის შესახებ კანონის განხილვა გრძელდება. როგორც FEDEX საქართველოს ხელმძღვანელმა ნინო მენთეშაშვილმა „საქმიანი დილის“ ეთერში განაცხადა, ხელისუფლება ლიბერალიზებული სექტორის კვლავ რეგულირებას განიხილავს, რაც ინდუსტრიისთვის მიუღებელია.

მენთეშაშვილი აცხადებს, რომ ბოლო შეხვედრა ეკონომიკის სამინისტროსთან გასული კვირის ბოლოს ჰქონდათ. სექტორს მოლოდინი აქვს, რომ გადაწყვეტილება ბაზრის განვითარების მიზნებიდან იქნება მიღებული.

„კანონს 11-წლიანი ისტორია აქვს და ეს პერიოდი ნეგატიურად მუშაობს ბაზარზე. მოგეხსენებათ რამდენიმე თვის წინ განახლდა ამ კანონზე მუშაობა. ვერსია, რომელიც პირველად შემოგვთავაზა ეკონომიკის სამინისტრომ, იყო წარსულში დაბრუნება, იმაზე უარის თქმა, რაც 10 წლის განმავლობაში ბრძოლით მოვიპოვეთ. დარგი 2005 წლიდან სრულად ლიბერალიზებულია, თავისუფლად არის ჩართული კონკურენციაში და არ არსებობს ეკონომიკაში პრეტენდენტი, რომ სრულად ლიბერალიზებული ბაზარი დაუბრუნდეს რეგულაციებს. ეს რომ მოხდეს, ბაზარზე უნდა იყოს საგრძნობი რყევები. სამინისტრო რეგულირებას გვთავაზობს, რაც ევროპის მოწინავე ქვეყნებს თუ გადავხედავთ, შემიძლია გითხრათ, რომ უპრეცედენტოა.

ახლა დიალოგის პროცესში ვართ. ბოლო შეხვედრა გვქონდა პარასკევს. ეს არის ერთადერთი თემა, რაზეც ვერ თანხმდება სექტორი და რაზეც კითხვები რჩება.

ეს არ არის უბრალოდ ჩვენი პრინციპი, ეს გამომდინარეობს იმ ისტორიიდან, რაც გამოიარეს სხვა ქვეყნებმა, ლიბერალიზაცია აუცილებელია იმისთვის, რომ ჩვენ წინ წავიდეთ, მით უმეტეს, როცა ამბიცია გვაქვს, ვიყოთ შუა კორიდორის ქვეყანა, გვქონდეს ბევრი ლოგისტიკური სერვისები. იმედია სასიკეთო გადაწყვეტილებები იქნება მიღებული.“ - განაცხადა მენთეშაშვილმა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები