"ემისიის პროსპექტის აპლიკაცია ჩვენ არ მიგვიღია, ჩვენ მივიღეთ წერილი, სადაც დაფიქსირებული იყო, რომ "ანაკლიის განვითარების კონსორციუმს" აქვს სურვილი, რომ მათი კორპორაცული ფასიანი ქაღალდები გამოვუშვათ", - ამის შესახებ სებ-ის პრეზიდენტმა კობა გვენეტაძემ პარლამენტში, შესაბამისი კითხვის საპასუხოდ განაცხადა.
"ჩვენ მაშინვე ვუპასუხეთ და შევთავაზეთ შეხვედრა, რადგან თავად ითხოვდნენ, რომ ასეთი შეხვედრა შემდგარიყო. ეს შეხვედრა შედგა, მათ შეკითხვები დასვეს, ჩვენ ვუპასუხეთ. ამის შემდეგ არანაირი კომუნიკაცია კონსორციუმისგან ამ საკითხთან დაკავშირებით არ ყოფილა. ამიტომ, თუ იქნება აპლიკაცია პროსპექტზე, ჩვენ ამას განვიხილავთ. ისევე როგორც ყველა სხვა შემთხვევაში", - აღნიშნა გვენეტაძემ.
შეგახსენებთ, რომ როგორც "ანაკლიის განვითარების კონსორციუმის" გენერალურმა დირექტორმა მიმდინარე წლის მარტში განაცხადა, კონსორციუმმა აქციების გამოშვებასთან დაკავშირებით ეროვნულ ბანკს მიმართა.

























