საქართველოს მთავრობა განკარგულებებსა და დადგენილებებს მუდმივ რეჟიმში გაასაჯაროებს. საქართველოს პირველი ვიცე-პრემიერი, ლევან დავითაშვილი აცხადებს, რომ მთავრობის გადაწყვეტილებების შესაბამისი განკარგულებების და დადგენილებების გასაჯაროება პირველივე მთავრობის სხდომაზე პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის გადაწყვეტილება იყო რაც გაგრძელდება იმისათვის, რომ საზოგადოებას ჰქონდეს სრული ინფორმაცია მთავრობის გადაწყვეტილებების, განკარგულებებისა და დადგენილებების შესახებ.
ცნობისთვის, საქართველოს მთავრობა თითქმის სამი წელია განკარგულებებს აღარ აქვეყნებს, ბოლო გამოქვეყნებული განკარგულება 2020 წლის სექტემბრით თარიღდება, არადა საქართველოს მთავრობის რეგლამენტი მთავრობის ადმინისტრაციას პირდაპირ ავალდებულებს, მთავრობის მიერ მიღებული განკარგულებები, გარდა სახელმწიფო საიდუმლოებას მიკუთვნებული საკითხებისა, მიღებიდან ვებგვერდზე მაქსიმუმ სამ დღეში ატვირთოს.
რა მნიშვნელობა აქვს გამჭვირვალობას და ინფორმაციის ხელმისაწვდომობას?
სტუმარი: ლევან ავალიშვილი - ,,ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის’’ (IDFI) პროგრამების დირექტორი და ერთ-ერთი დამფუძნებელი;