VR Holding-ს ახალ, ინოვაციურ პროექტში მომხმარებლებისთვის განსაკუთრებული შეთავაზება აქვს. კომპანია ნებისმიერ მსურველს საშუალებას აძლევს, აპარტამენტების შეზღუდულ რაოდენობაზე 12%-იანი ფასდაკლებით, ახალ წლამდე ისარგებლონ.
საუბარია VR Shekvetili Forest Beach | By Paragraph-ზე, სადაც ბინები 39.5 მ²-დან იწყება და მცხოვრებს ავეჯითა და ტექნიკით, სრულად გარემონტებული ბარდება.
სრულად ინოვაციური პროექტი VR Shekvetili Forest Beach შავიზღვისპირეთში გამორჩეულ ადგილას, სანაპიროს პირველ ზოლში, 40 ჰექტარ მიწაზე გაშენდება. შეკვეთილისთვის დამახასიათებელი გამაჯანსაღებელი მაგნიტური ქვიშა, ნოტიო სუბტროპიკული და იონიზირებული ჰავა, მრავალწლოვანი ბიჭვინთის ფიჭვნარი, სამკურნალო თვისებებით გამორჩეული მაგნიტური სანაპირო და ზღვის სუფთა წყალი მომავალი მობინადრეების ჯანმრთელობაზეც დადებითად აისახება.
გარდა განსაკუთრებული ლოკაციისა, რომელიც 4-ვე სეზონზე საცხოვრებლად იდეალურ პირობებს ქმნის, პროექტი სრულიად გამორჩეული ინფრასტრუქტურის მოწყობასაც ითვალისწინებს, რაც სხვადასხვა ტიპის საცხოვრებლებს, პრემიუმ ხარისხის ვილებსა და 5-ვარსკვლავიან სასტუმროს მოიცავს.
VR Holding-ი VR Shekvetili Forest Beach | By Paragraph-ში ერთგული მომხმარებლებისა და პოტენციური მობინადრეებისთვის მრავალფუნქციურ რეკრეაციულ სივრცეებსაც მოაწყობს, რომლებიც თანამედროვე არქიტექტურისა და ბუნებრივი მწვანე საფარის იდეალურ სინთეზს წარმოადგენს. პროექტი ითვალისწინებს როგორც ღია და დახურულ აუზებს, სპასა და ველნეს ცენტრს და სხვა რეკრეაციულ სივრცეებს, ასევე სპორტულ კომპლექსებს: ფეხბურთის, ჩოგბურთისა და კალათბურთის, ასევე პადელის ჩოგბურთისა და ქვიშის ფრენბურთის მოედნებს, ველოსიპედებისა და გოლფის მანქანის ბილიკებს.
VR Shekvetili Forest Beach/ By Paragraph ნებისმიერი გემოვნების მქონე მცხოვრების თუ დამსვენებლის გულს სხვადასხვა ქვეყნის, მათ შორის ქართული, ტრადიციული, ავთენტიკური რესტორნებითაც მოიგებს.
VR Shekvetili Forest Beach-ის მშენებლობა 2025 წელს დასრულდება და მცხოვრებლებსა და სტუმრებს კვების ობიექტებით, სარელაქსაციო სივცრეებით, სპორტული კომპლექსებითა და სხვა ინოვაციური ინფრასტრუქტურით სარგებლობის საშუალებას პროექტის ტერიტორიის დატოვების გარეშე, ერთ სივრცეში შესთავაზებს.