ათ თვეში საქართველოდან ყირგიზეთის მიმართულებით რეექსპორტით 964 მილიონი დოლარის ღირებულების ავტომობილები გავიდა, რითაც ცენტრალური აზიის ერთ-ერთი უღარიბესი ქვეყანა ყირგიზეთი 2024 წელს საქართველოს მთავარი საექსპორტო ბაზარი გახდა. ამის პარალელურად 2024 წელს საქართველოდან $50 მილიონზე ნაკლები ღირებულების ავტომობილები მიიღეს, შესაბამისად, საქართველოდან გაგზავნილი მსუბუქი ავტომობილების უდიდეს ნაწილს შეგვიძლია ვთქვათ, რომ ყირგიზეთამდე არ ჩაუღწევია და მათ მფლობელი გზაშივე შეეცვალათ. რას შეიძლება ნიშნავდეს ყირგიზეთის მიმართულებით ავტომობილების რეექსპორტის გაზრდილი მაჩვენებლები, რითი ხსნის საქსტატი რიცხვებს შორის სხვაობას და რა ძირითადი ტენდენციებია დღეს ამ ბაზარზე? ანუკა ჯოხაძემ მოუყარა თავი შეფასებებს.