მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

განსხვავებული კურსი რომ გვქონდეს და რამეს არასწორად ვაკეთებდეთ, „ოცნება“ არ იქნებოდა ხელისუფლებაში - კახა კალაძე

თბილისის მერია
13.07.24 14:07
268

კახა კალაძის თქმით, არ არსებობს ფაქტები, რომ ქვეყანა არადემოკრატიული გზით მიდის. დედაქალაქის მერმა ამ კომენტარით პასუხი მედიის შეკითხვას იმასთან დაკავშირებით, თუ რატომ ვერ შეძლო საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილის, უზრა ზეიას დარწმუნება გამჭვირვალობის კანონის კეთილ მიზნებში.

„საქართველოს ხელისუფლებას რომ ჰქონდეს განსხვავებული კურსი, ან რომ არ შედიოდეს საქართველოს ხელისუფლების მიერ გადადგმული ნაბიჯები ქართველი ხალხის ინტერესებში, მერწმუნეთ, „ქართული ოცნება“ ხელისუფლებაში არ იქნებოდა და ვერ იქნებოდა.

რაც არ უნდა აკეთონ ეს განცხადებები, არგუმენტი არ არსებობს იმისა, რომ ქვეყანა მიდის არასწორი მიმართულებით, ან ქვეყანაში მიდის არადემოკრატიული პროცესები. უბრალოდ, არ არსებობს ამის ფაქტები“, - განაცხადა კახა კალაძემ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები