მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

"განთავისუფლების დღე" - აშშ-ს სატარიფო პოლიტიკით საქართველოს 10% ტარიფი დაუწესდა;

"განთავისუფლების დღე" - ასე უწოდა დონალდ ტრამპმა 2 აპრილს მასშტაბური სავაჭრო ტარიფების გამოცხადებას, რომელიც მსოფლიოს ფაქტობრივად ყველა ქვეყანას ეხება და რაც აშშ-ის 4.1 ტრილიონიან იმპორტის ასობით მილიარდი დოლარით დაბეგრავს მოიაზრებს. მათ შორის 20%-იანი ტარიფები დაწესდა EU-ს ყველა ქვეყნისთვის, 34%-იანი ტარიფი ჩინეთისთვის, 24% იაპონიისთვის. ტარიფები შეეხო საქართველოსაც. ქართული პროდუქციის აშშ-ში შეტანაზე 10%-იანი გადასახადი დაწესდა. თუმცა, განახლებულ სატარიფო სიას თან ახლავს გამონაკლისების ვრცელი ჩამონათვალიც, რაც უშუალოდ საქონლის მიხედვით განსხვავებულ სატარიფო პოლიტიკას განსაზღვრავს. ამ გამონაკლისთა შორისაა ფეროშენადნობებიც, რაც აშშ-ში საქართველოს მთავარი საექსპორტო საქონელია. აღსანიშნავია, რომ საგამონაკლისო სიაში არ შედის მაგალითად ღვინო, რომელიც ასევე ერთ-ერთი მთავარი საექსპორტო საქონელია აშშ-ში. რა გავლენა შეიძლება ჰქონდეს აშშ-ს მიერ დაწესებულ ტარიფებს გლობალურ ეკონომიკასა და უშუალოდ საქართველოზე.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები