ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებმა იმოქმედა კომპანიების საახალწლო გაყიდვებზეც. მიუხედავად იმისა, რომ დედაქალაქის ქუჩები სხვადასხვა გაფორმებებით მორთულია და აგერ უკვე ხვალიდან, საშობაო ბაზრობაც ამოქმედდება, რომელსაც სხვათა შორის ვიცით, რომ ასეულობით მეწარმე გაემიჯნა, წინა წლების მსგავსი ვითარება არ არის ბიზნესების ფინანსურ მდგომარეობაში. ისინი ჩვენთან საუბრისას აცხადებენ, რომ გაყიდვების შეჩერება ყველა სექტორში შეინიშნება.