რითეილერები დაკრედიტების პასუხისმგებლობის ზრდით შემცირებულ გაყიდვებსა და მიმწოდებლებთან შექმნილ პრობლემებზე აცხადებენ.
GBC კომპანია „ტექნო ბუმზე“ დაყრდნობით წერს, რომ სასესხო რეგულაციების შედეგად, გაყიდვებში, განვადებების 3-ჯერ შემცირებამ, კომპანია გადახდისუუნარიანობის საქმის წარმოებამდე მიიყვანა.
კომპანიის დამფუძნებლის ანზორ ქოქოლაძის თქმით, ერთ-ერთ მსხვილ მიმწოდებელს დროულად ვერ გადაუხადეს და ამ დროისთვის მხარეები, შეთანხმების პროცესში არიან.
„ტექნო ბუმმა“ დაგროვილი დავალიანება გრაფიკით უნდა გადაიხადოს (რესპონდენტმა ბიზნესინტერესების დაცვის მიზნით, კონფიდენციალობის დაცვა ითხოვა).
ანზორ ქოქოლაძის ინფორმაციით, გაყიდვებში განვადებების წილი 70% იყო და 20%-მდეა შემცირებული. 2018 წლის „ტექნო ბუმის“ გაყიდვები 30 მლნ ლარი იყო, რაც 2017 წლის მაჩვენებელზე ნაკლებია. კლება ნაწილობრივ ბათუმის ობიექტის ხანძარმაც განაპირობა.

























