მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

განვადებით მშენებლობის პროექტთან დაკავშირებით ბიზნესი გააქტიურდება - "ინსი"

63beb69f0fc0b
მარიამ ვარადაშვილი
15.01.23 17:03
1287

სამშენებლო კომპანია "ინსის” გენერალური დირექტორი ზვიად თოიძე მიიჩნევს, რომ განვადებით მშენებლობის პროგრამაში კერძო სექტორი აქტიურად იქნება ჩართული.

თოიძე აცხადებს, რომ ბიზნესისთვის საკვანძო მნიშვნელობის ინდექსაციის მექანიზმის არსებობა იყო, რაც ამ ეტაპზე გრძელვადიანი პროექტებში გათვალისწინებული იქნება, რაც ბიზნესის რისკებს აზღვევს.

“მგონია, რომ ამ პროგრამის ჯამური მოცულობა 500 მლნ ლარს გადააჭარბებს. ვიცი, რომ საჯარო სკოლებთან დაკავშირებით აპირებენ ტენდერის გამოცხადებას. ამიტომ, ამ პროექტთან დაკავშირებით ბიზნესი იაქტიურებს. თავიდან სკეპტიკურად ვუყურებდით, თუმცა ბიზნესსა და მთავრობას შორის ბევრი შეხვედრა წარიმართა, რადგან გრძელვადიანი პროექტებია და ბევრი რისკი ჩნდებოდა. ამიტომ, ინდექსაციის მოდელის ჩადება უმეტეს პროექტებში ხდება. ინდექსაცია ძალიან მნიშვნელოვანი კომპონენტი იყო და ამით დაზღვევა მოხდა როგორც პროექტების, ასევე ბიზნესის რისკების. სხვათაშორის, საქსტატმა ძალიან კარგად და დროულად შეიმუშავა ეს ინდექსი. ამ ინდექსის პირობებში მგონია, რომ პროგრამა წარმატებული იქნება. 

უნდა აღნიშნოს, რომ ეს პროგრამა პროექტებს არ აძვრებს. მშენებლობა იგივე ტემპით მიმდინარეობს და კონტრაქტორიც დაინტერესებულია მალე დაასრულოს. რადგან ინდექსაცია დევს ამ ტიპის პროექტებში, პრეტენდენტები ფასს ხელოვნურად ვერ აწევენ და ფასდება სავსებით რეალურად ხდება. თუ რამე გაძვირდა, ეს ინდექსიც იმატებს. ეს გაძვირება არ იქნება, უბრალოდ რეალური ფასის გადახდასთან გვექნება საქმე”,-ამბობს თოიძე.

განვადებით მშენებლობის მასშტაბურ პროგრამა პრემიერ-მინისტრმა გასული წლის აპრილში დააანონსა. ღარიბაშვილი მაშინ აცხადებდა, რომ შესაძლოა, პროგრამის დაფინანსების ჯამური მოცულობა 2.5-დან 3 მილიარდ ლარამდეც ყოფილიყო.

გეგმით სამშენებლო ბიზნესი სხვადასხვა საჯარო ინფრასტრუქტურის აშენების დაკვეთას მიიღებდა, თანხას კი სახელმწიფო განვადებით გადაიხდიდა. მისივე ინფორმაციით, განვადებით მშენებლობის ფარგლებში 800 სკოლის მოწესრიგება იგეგმებოდა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები