საერთაშორისო გამჭვირვალობამ (Transparency International) განვითარებად ბაზრებზე საერთაშორისო კომპანიების გამჭვირვალობა შეაფასა. კვლევა 100 უმსხვილესი კომპანიის საქმიანობას მოიცავს.
შეფასება სამი კრიტერიუმის მიხედვით მოხდა:
1. კომპანიის მიერ ანტიკორუფციული ზომების მიღება
2. კომპანიის ორგანიზაციული სტრუქტურის ანგარიშების გამჭვირვალობა
3. ძირითადი ფინანსური მაჩვენებელი (შემოსავლები, კაპიტალური ხარჯები, საშემოსავლო გადასახადამდე მიღებული მოგება)
საერთაშორისო გამჭვირვალობის მიერ შესწავლილი კომპანიების უმრავლესობა ჩინურია, მათი რიცხვი 37 აღწევს. ასევე შესწავლილ იქნა 19 ინდური კომპანია, 12 - ბრაზილიური კომპანია, 6 - მექსიკური კომპანია, 5 -რუსული, 4- სამხრეთ აფრიკის, 3 -არაბთა გაერთიანებული საამიროების, 2 - თურქეთის, 2 - ინდონეზიის და 2 ჩილეს. ასევე კვლევაში არგენტინის, ეგვიპტის, უნგრეთის, მალაიზიის თითო კომპანია მოხვდა.
რეიტინგში ყველაზე ცუდი შედეგი ჩინურმა კომპანიებმა აჩვენა, ყველაზე კარგი კი - ინდურმა.
კომპანიები 10 ქულიანი სისტემით შეფასდნენ. პირველი წამყვანი სამი პოზიცია ინდურ კომპანიებს ერგო. ინდური მობილური ოპერატორი - Bharti Airtel (7.3), სატელეკომუნიკაციო კომპანია - Tata Communications (7.0) და ავტომწარმოებელი - Mahindra & Mahindra (6.7).
რეიტინგის ბოლო სამი პოზიცია, 0 ქულით ჩინურმა კომპანიებმა Wanxiang Group, Chery Automobile და Galaz Group გაინაწილეს.

























