მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

განვითარებადი ქვეყნების 10 ყველაზე პრესტიჟული უნივერსიტეტი

5743f1a3790bf
BM.GE
24.05.16 10:14
2120
BRICS განვითარებადი ქვეყნების საუკეთესო სასწავლებლების რეიტინგს აქვეყნებს. უნივერსიტეტები შემდეგი კრიტერიუმებით ფასდებიან: საგანმანათლებლო და კვლევითი საქმიანობა, სამეცნიერო სტატიებში ციტირების ინდექსი და უნივერსიტეტების საერთაშორისო პერსპექტივა. რეიტინგში საგანმანათლებლო სასწავლებლები 100 ქულიანი სისტემით შეფასდა.

რეიტინგში დიდი წილი დაიკავეს ჩინურმა უნივერსიტეტებმა. ასევე სიაშია სამხრეთ აფრიკისა და რუსეთის რამდენიმე უნივერსიტეტი.

განვითარებადი ქვეყნების საუკეთესო სასწავლებლების რეიტინგი ასეთია:

1. პეკინის უნივერსიტეტი, რომელიც 1898 წელს დაფუძნდა - 73,8 ქულა.
2. ჩინეთის ცინხუას უნივერსიტეტი, რომელიც 1911 წელს დაარსდა. უნივერსიტეტი ჩინეთის ეროვნული უნივერსიტეტების რეიტინგში მუდმივად პირველ ადგილს იკავებს - 72,6 ქულა.
3. მოსკოვის ლომონოსოვის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტი, რომელიც რუსეთში ერთ-ერთ საუკეთესო უნივერსიტეტად ითვლება. უნივერსიტეტში 47 000 სტუდენტი სწავლობს - 59,7 ქულა.
4. კეიპტაუნის უნივერსიტეტი - 56,6 ქულა.
5. ტაივანის ეროვნული უნივერსიტეტი, რომელიც 1928 წელს დაფუძნდა და 11 კოლეჯისა და 4 კვლევითი ცენტრისაგან შედგება - 50,8 ქულა.
6. Witwatersrand-ის უნივერსიტეტი, რომელიც სამხრეთ ამერიკის მეორე საუკეთესო უნივერსიტეტად განიხილება - 49,3 ქულა.
7. ჩინეთის სამეცნიერო-ტექნიკური უნივერსიტეტი, რომელიც პეკინში 1958 წელს დაარსდა.
8. Zhejiang-ის უნივერსიტეტი, რომელიც 1897 წელს იქნა დაარსებული და მასში 11 მიმართულებით მიმდინარეობს სწავლება. ესენია: ფილოსოფია, ეკონომიკა, სამართალი, პედაგოგიკა, ლიტერატურა, ისტორია, საინჟინრო, სოფლის მეურნეობა, ტექნოლოგიური მეცნიერებები, აგრონომია, მედიცინა და მართვა - 45,9 ქულა.
9. სან პაულოს უნივერსიტეტი, ბრაზილიის საუკეთესო უნივერსიტეტია, რომელიც ბევრმა ცნობილმა ადამიანმა დაამთავრა - 44,5 ქულა.
10.  შანხაის ჯიაო ტონგის უნივერსიტეტი 43,7 ქულით, რეიტინგში მეათე ადგილზეა. იგი სახელმწიფო კვლევითი უნივერსიტეტია.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები