მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

განვითარებაზე ორიენტირებული სამუშაო გარემო ზუმერში - მოგზაურობა ევროპაში და სწავლის დაფინანსების შესაძლებლობები თანამშრომლებისთვის

განვითარებაზე ორიენტირებული სამუშაო გარემო ზუმერში
19.02.24 18:38
464

საქართველოს სამუშაო ბაზარი მზარდი და ცვალებადია, ყალიბდება ახალი ტრენდებიც - და ანაზღაურებასთან ერთად სხვა მნიშვნელოვანი ფაქტორებიც იკვეთება. ზუმერი ამ შემთხვევაშიც ღიაა სიახლეებისთვის, არსებულ სამუშაო სტანდარტს ემიჯნება და პოტენციურ “ზუმერელებს” მათზე მორგებულ სამუშაო პირობებს სთავაზობს.

სამყაროს ტექნოლოგიური განვითარების პირობებში, ამ მოვლენების სადარაჯოზე ყოფნა აუცილებელიც კია, თუ ყოველთვის გაინტერესებდა ახალი ტექნიკა, მასთან ურთირთობა, ან ამ სფეროსთან დაახლოებას ისურვებდი, ზუმერში შენი უნარების განვითარებაზე გამოცდილი და კვალიფიციური მენტორები იზრუნებენ - ტექნიკის ჭიადაც მალევე იქცევი.

ამ გზის გავლაში ხელს შეგიწყობს ზუმერული სამუშაო გარემო, რომელსაც თანამშრომლები ერთიანი ძალისხმევით ქმნიან. ერთ-ერთი საუკეთესო ჯანმრთელობის დაზღვევის შეთავაზებით, ურთიერთობების წახალისებით და მრავალფეროვანი აქტივობების დანერგვით - კომპანიას ამ გარემოს შენარჩუნებაც წარმატებით გამოსდის.

კომპანიაში კარგად არის გააზრებული განათლების სრულფასოვნად მიღების მნიშვნელობა, სამუშაო გრაფიკიც სტუდენტებზეა მორგებული. უფრო მეტიც, აკადემიურ მიზნებისკენ უფრო დიდი შემართებისთვის, კომპანია სწავლასა და საქმიანობაში გამორჩეულ 10 საუკეთესო ზუმერელ სტუდენტს განათლებას სრულად დაუფინანსებს.

ჯანსაღი კონკურენცია, რომელიც ფილიალების თანამშრომლებს შორის არსებობს სამუშაო გარემოს კიდევ უფრო საინტერესოს ხდის. იმ ძალისხმევის დასაფასებლად, რასაც თანამშრომლები სამუშაო პროცესში დებენ, ზუმერში ბონუსების სისტემაა დანერგილი, მეტსაც გეტყვით, 2024 წლისთვის, კომპანია ტოპ 5 ტექნიკის ჭიას, ევროპაში მოგზაურობით დაასაჩუქრებს.

თუ ბოლომდე არ ხარ დარწმუნებული, რა მიმართულებით გსურს შენი კარიერის წარმართვა, ზუმერში თანამშრომლებს შიდა ვაკანსიებით დაწინაურების შესაძლებლობა აქვთ, მთავარია, გადადგა პირველი ნაბიჯი და ტექნიკის ორომტრიალში შენს მისწრაფებასაც მარტივად აღმოაჩენ. ზუმერი მზად არის, დიდი მიზნებისკენ სვლაში შენი თანამგზავრი გახდეს.


https://zoommer.ge/info/career