საქართველოში თევზის წარმოება შემცირდა, 2023 წლის მონაცემებით, შემცირებულია აკვაკულტურის მეურნეობების სარგებლობაში არსებული მიწის მთლიანი ფართობებიც. საქართველოში აკვაკულტურის მეურნეობების მდგომარეობის შესახებ სტატისტიკური მონაცემები სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმა გამოაქვეყნა. განვითარების რა ეტაპზეა აკვაკულტურა საქართველოში და რა შემაფერხებელი ფაქტორები არსებობს ამ მიმართულებით, ელენე გოგბერაშვილმა მოისმინა სექტორის შეფასებები.