საქართველოში ფისტას იმპორტი მნიშვნელოვნად გაიზარდა. მიმდინარე წლის 9 თვეში, წინა წელთან შედარებით იმპორტი გაორმაგებულია. კერძოდ, იანვარ-სექტემბრის მდგომარეობით, საქართველომ 18,9 მილიონი დოლარის ღირებულების 3 557 ტონა ახალი ან ხმელი ნაჭუჭგაუცლელი ფისტა იყიდა, მაშინ როცა გასულ წელს ეს მაჩვენებელი 1 709 ტონას, ხოლო ღირებულებით 3,2 მლნ დოლარს შეადგენდა. მთავარი მომწოდებელი ქვეყნები აშშ, თურქეთი და ირანი არიან.
ფისტას კულტურის მიმართ ინტერესი ბოლო წლებში იზრდება საქართველოშიც. კომპანიებმა საექსპერიმენტო მოსავალი დაახლოებით 3 წლის წინ უკვე მიიღეს. რა ნიშნულზეა ფისტას წარმოება საქართველოში?
სტუმარი: ოთარ ანგურიძე - საქართველოს ფისტას ასოციაციის თავმჯდომარე