მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

"განვითარებულ ეკონომიკებში ბიზნეს-ურთიერთობა და ფინანსები მართავს პოლიტიკას და არა პირიქით"

582827ee96602
BM.GE
13.11.16 12:41
1429
"განვითარებულ ეკონომიკებში ბიზნესურთიერთობა და ფინანსები მართავს პოლიტიკას და არა პირიქით“, - განაცხადა ბიზნესკონტრაქტთან ინტერვიუში ფინანსისტმა კახა ჩარგეიშვილმა. მისი თქმით, ბიზნესის და სახელმწიფოს ურთიერთდამოკიდებულება ამერიკაში არის ძალიან დინამიური და მსგავსად უნდა იყოს საქართველოშიც.

"2007-2008 წლამდე მსოფლიოს ფინანასებში ჩვენ გვქონდა გარკვეული მოცემულობა: მსხვილი საინვესტიციო ბანკები, კომერციული ბანკები, მთავრობები ერთმანეთთან ახორციელებდნენ ურთიერთობებს გარკვეული მექანიზმების საშაულებით და ეს ქმნიდა დაბალანსებულ სიტუაციას მსოფლიოს ფინანსებში. 2007-2008 წლებში მოხდა გლობალური კრიზისი რომლის შედეგი გაათვიცნობიერებული და გააზრებული ბევრ ეროვნულ ბანკსაც კი არ აქვს. ამან მოიტანა ორი ძალიან მნიშვნელოვანი შედეგი რომელსაც დღესაც მთელი მსოფლიო ებრძვის: პირველი ეს არის ეკონომიკური ზრდის ძალიან დაბალი დონე განვითარებულ ქვეყნებში და მეორე ეს არის ძალიან ბევრი უფასო და ნეგატიური კაპიტალი, ეს პრობლემა დაიწყო იაპონიიდან და მერე გავრცელდა გარკვეული ტიპის ქვეყნებში როგორიც არის შვეიცარია და დანია შემდგომ უკვე გადავიდა გერმანიაზე, რომელიც არის მსოფლიოს უმსხვილესი ეკონომიკა ძალიან ბევრი მაჩვენებლით.

დოლარის ღირებულებაც უკვე მოექცა სხვა რეალიაში და აქედან გამომდინარე ხდება მისი კურსის ცვლილება, თუმცა მე ისეთი მნიშვნელოვანი კურსის ცვლილება არ შემიმჩნევია. მოხდა დოლარის გაძლიერება 5-დან 7% -მდე, ასე რომ რადიკალურ ცვლილებას ადგილი არ ჰქონია „, - განაცხადა ჩარგეიშვილმა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები