განვითარებულ ქვეყნებში კერძო საინვესტიციო მოცულობის რეიტინგის მიხედვით, გერმანიას ლიდერის სტატუსი ერგო. 2015 წელს კერძო საონვესტიციო კაპიტალმა ქვეყნის ეკონომიკაში მთლიანი შიდა პროდუქტის თითქმის 18% შეადგინა,-წერს Deutsche Welle.
ადრე რეიტინგის სათავეში საფრანგეთი იყო. გასულ წელს პარიზმა თავისი პოზიცია ბერლინს დაუთმო და მეორე ადგილზე გადმოინაცვლა,-აღნიშნულია გერმანიის ფედერალური რესპუბლიკის ფინანსთა სამინისტროს ანგარიშში.
აღნიშნულ დოკუმენტში ნათქვამია, რომ ტექნიკის, აპარატურის, უძრავი ქონებისა და ეკონომიკის სხვა მრეწველობაში საინვესტიციო კერძო კაპიტალმა გერმანიის მშპ-ის დაახლოებით 18% შეადგინა. შედარებისთვის, ანალოგიურმა მაჩვენებელმა საფრანგეთის მშპ-ის 17% შეადგინა, რაც ევროკავშირის მასშტაბით საშუალო დონეზე მაღალია. რეიტინგში საფრანგეთს აშშ მოყვება მშპ-ში კერძო ინვესტიციების 16%-იანი მაჩვენებლით, რომლის შემდეგაც რეიტინგში დიდ ბრიტანეთს დაეთმო ადგილი(მშპ 14%).
მიუხედავად იმისა, რომ გერმანია კერძო ინვესტიციების მიხედვით გლობალური ლიდერია და მოწინავე პოზიცია უჭირავს, იგი სახელმწიფო ინვესტიციების მოცულობით ჩამორჩება, რაც საერთაშორისო თანამეგობრობის რეგულარულ კრიტიკას იწვევს,-წერს DW.
გერმანიის ფინანსთა სამინისტროში მიაჩნიათ, რომ კერძო ინვესტიციების დაბალი დონის სახელმწიფო ინვესტიციებით კომპენსირების მცდელობა არასწორია. მათი აზრით, კერძო სექტორის პირობები ეკონომიკაში მონაწილეობისთვის აუცილებლად უნდა გაუმჯობესდეს.

























